x
image
TaFLiKa
საზარელი მკვლელობა: მამამ ორი შვილი მოკლა

imageსაზარელი მკვლელობა მოხდა რუსეთში, ქალაქ პოდოლსკში: 30 წლის მამაკაცმა მოკლა ორი შვილი და დაჭრა მეუღლე. დაკითხვაზე დაკავებულმა აღიარა, რომ მკვლელობა ფინანსური პრობლემების გამო ჩაიდინა.


ოჯახი, რამდენიმე წელი, ტაილანდში ცხოვრობდა და რუსეთში ექვსი თვის წინ დაბრუნდა.


ბინის ჩხრეკის დროს, სამართალდამცავებმა ჰაშიში აღმოაჩინეს, იტყობინება "gazeta.ru"
ერთერთი ვერსიით, მამაკაცმა ოთხი წლის ბიჭისა და 9 თვის გოგონას მკვლელობა ნარკოტიკული ზემოქმედების დროს განახორციელა, იტყობინება "LifeNews".
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს ჩაფიქრებული ჰქონდა ეჭვიანობის ნიადაგზ ცოლის მოკლვა და შემდეგ თვითმკვლელობა.


დაკითხვის დროს მან დანაშაული აღიარა და მოინანია: "ძალიან მიყვარდა შვილები და მეუღლე. გადავწყვიტე, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა", განაცხადა მან.
ეჭვმიტანილის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, საავადმყოფოშია მოთავსებული. უახლოეს მომავალში მისგან ჩვენებას აიღებენ.
დაკითხვის დროს, ბრალდებულმა გამომძიებელს განუცხადა, რომ მკვლელობა ერთი კვირის წინ დაგეგმა, რადგანაც ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა.
დანაშაული ჩაიდინა 30 წლის დმიტრი მ., რომელიც მეუღლესთან ერთად ტურისტულ სფეროში მუშაობდა.

1
197
6-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
197
  
2015, 26 ოქტომბერი, 15:45
რა კაცია გადავწყვიტე რო უკეთესი იქნებოდაო:D:D
0 1 1