x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
არასრულწლოვანი მეძავების მძიმე ცხოვრება
მათ ჯერ 18 წელიც არ შესრულებიათ, მაგრამ ცხოვრების ყველა სიმწარე უკვე გამოსცადეს. სიღარიბე, დამცირება, ექსპლუატაცია-ეს ყველაფერი ბანგლადეშელი არასრულწლოვანი მეძავების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

1.17 წლის მეძავი ჰაში თავის “ქმარს" ეხვევა. ახალგაზრდა მეძავების უმრავლესობას ქმარი ან საყვარელი ჰყავს, რომელიც, რა თქმა უნდა ბორდელს გარეთ ცხოვრობს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, სანაცვლოდ კი პერიოდულად ართმევენ თანხას თავის ცოლებს.

image

2.ჰაში ორადექსონის აბებით. ეს პრეაპარატი სტეროიდია, რომელსაც ადგილობრივები საქონელს აძლევენ, რომ წონაში მოიმატოს. მეძავებიც იმ დანიშნულებით სვამენ, რომ წონაში მოიმატონ და უფრო ჯანმრთელად და მიმზიდველად გამოიყურებოდნენ.


image

3.11 წლის შეფალის წარბებს უქნიან. შეფალი ბორდელში დაიბადა, მისი დედაც მეძავი იყო. ის 20-25 კლიენტს ემსახურება დღეში. არ იცის რამდენს გამოიმუშავებს, რადგან “მადამს" მთელი მისი ფული მიაქვს, სანაცვლოდ კი დღეში სამჯერ საჭმელს და ზოგჯერ საჩუქრებსაც იღებს.

image

4. 19 წლის ლაკი თავის 3 თვის ვაჟს ეხვევა კანდაპარის ბორდელში.

image

5.ჰაში და მისი ქმარი. ჰაში დღეში საშუალოდ 12 დოლარს გამოიმუშავებს და ოცამდე კლიენტს ემსახურება.

image

6.16 წლის მაია კლიენტების მოლოდინში მაკიაჟს იკეთებს.

image

7. ახალგაზრდა მეძავები დღეში საშუალოდ 15 კაცს ემსახურებიან, მათ ზედამხედველობას “სარდარნი " უწევს, ანუ ქალი, რომელიც წარსულში თავადაც მეძავი იყო, ალა კი სუტენიორის ფუნქციას ითავსებს.

image

8.საქონლის სტეროიდების მიღებისგან გოგოებს ხშირად აწუხებთ ტკივილი მკერდის არეში, თავის ტკივილები, გამონაყარი კანზე, შეშუპება, კუჭის ტკივილი, მაღალი წნევა. ფოტოზე მაიაა, კლიენტის მოლოდინში.

image

9.მაია უკვე 8 წელია ბორდელში ცხოვრობს და მუშაობს. დღეში 20-მდე კლიენტს იღებს და საშუალოდ 8 დოლარს გამოიმუშავებს. მისი 4 წლის ვაჟი ჰალიმი მაიას მშობლებთან იზრდება, სხვა ქალაქში. მაია ჯერჯერობით ვერ ახერხებს ფულის მოგროვებას ვაჟისთვის, ის ვალებს იხდის.

image

10. 12 წლის მუქტი ფარიდპურის ბორდელში.

image

11. 14 წლის ლიპი კლიენტს ელოდება.

image

12. 17 წლის ნაზმა თავის ოთახში, შვილთან ერთად.

image


1
192
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
192
  
2017, 14 ნოემბერი, 11:41
დედა, რა საშინელებაა, გული დამეწვა... :(
0 1 1