x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბრიტანელი ექიმები და სწავლულები მოითხოვენ:არ დაუთმოთ მოხუცებს ადგილი!
image

“ეს როგორ?"-იკითხავთ თქვენ-“ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ უფროსებს პატივი უნდა ვცეთ, რაც მათთვის ადგილის დათმობაშიც გამოიხატება."

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ორგანიზაცია Public Health England -ის წარმომადგენელი სერ მიურ გრეი მოუწოდებს ხანში შესულ ხალხს, რომ რაც შეიძლება მეტი იმოძრაონ ფეხით, თუნდაც დღეში 10 წუთი, უარი თქვან ლიფტებსა და პარკში სკამზე ჯდომაზე.

სამედიცინო ჟურნალ British Medical Journa-თან ინტერვიუში პროფესორმა აღნიშნა:“ჩვენ აქტიურად მოძრაობას უნდა გავუწიოთ პროპაგანდა. ნუ მისცემთ ასაკოვან ადამიანებს მუდმივად წოლის საშუალებას. თუ კიბეზე გადაადგილება უჭირთ -მაშინ მოსახერხებელი მოაჯირი უნდა გაუკეთოთ."


საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას პროფესორი იგივე აზრზე რჩება:“კარგად დაფიქრდით, სანამ მოხუცს ტრანსპორტში ადგილს დაუთმობთ. მგზავრობის დროს ფეხზე დგომა მისთვის სასარგებლო ვარჯიშია."

ქირურგი-ორთოპედი სკარლეტ მაკნელი თვლის, რომ ბევრი პრობლემა, რომელიც ასაკოვან ხალხს აღენიშნებათ ჯანმრთელობის მხრივ, დაკავშირებულია არა მათ ასაკთან, არამედ ცხოვრების უმოძრაო წესთან:“რაც უფრო მეტს ვმოძრაობთ, მით უკეთესი ჩვენთვის.საჭიროა მხოლოდ ცოტა მონდომება იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ."


0
115
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0