x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უიღბლო ქურდი 5 საათის განმავლობაში ფანჯარაში იყო გაჭედილი, რა მოხდა შემდეგ?
არიან ქურდები, რომლებიც თავისი საქმის უბადლო ოსტატები არიან, თუმცა ხშირია ქურდობის ფაქტები, რომლებიც ჩვენში "ჩაბჟირებამდე" სიცილს იწვევს. არაერთხელ დაწერილა ნიუსი ქურდობის ფაქტზე, სადაც ქურდს დაუფიქრებელი საქციელით გამოუაშკარებია საკუთარი დანაშაული– აუტვირთავს ფოტო სოციალურ ქსელში ქურდობის მომენტში, ჩაურთავს "ლაივ ვიდეო", ჩაუცვამს ნაქურდალი და სელფით თავი მოუწონებია და კიდევ რამდენი მსგავსი შემთხვევის გახსენება შეგვიძლია.


image


დღევანდელ სტატიაშიც ერთ–ერთი ახალი, ქურდობის სასაცილო ფაქტზე მინდა მოგითხროდ.


შემთხვევა ბრიტანეთში, მიდლენდის დასავლეთით მოხდა, ხოლო "ქურდბაცაცა" ბიჭი, რომელიც შენობაში შეჭრას სათადარიგო პატარა ფანჯრიდან ცდილობდა, არასასიამოვნო სიტუაციაში ჩავარდა. ქურდს ფსევდონიმად "მეტრო" დაგეგმილი ჰქონდა შენობის "გასუფთავება", თუმცა როგორც ჩანს ეს მისი დღე არ იყო. დამნაშავე დანაშაულის ადგილზე გაიჭედა.



ფანჯარა, საიდანაც შენობაში შეღწევას ცდილობდა, იმდენად ვიწრო იყო, რომ ბიჭი ფეხებით გარეთ გაიჭედა. ის ორი საათის განმავლობაში ყვირილით ითხოვდა შველას მანამ, სანამ ადგილობრივებმა არ გაიგეს და დამხმარე გუნდს არ დაურეკეს. პოლიციის თანამშრომლებისა და დამხმარე გუნდის მოსვლაში გასულმა და დახმარების გაწევის დრომ, რომელიც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა, ჯამში ხუთი საათი შეადგინა.


ასე იყო ფანჯარაში ფეხშიშველი გადაკიდებული უიღბლო ქურდი, რომელიც დილით აშკარად "მარცხენა ფეხით" ადგა.


image


თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელიც მალევე ატვირთეს "Twitter"–ზე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარები ძირითადად იუმორის შემცველია და მომხმარებლები ითხოვენ არ დააპატიმრონ ბიჭი, რადგან ქურდობის მცდელობისთვის მან სასჯელი მოიხადა, ის ხომ ხუთი საათი იყო ფანჯარაში დატყვევებული.




იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე სულელური სელფი, რის გამოც ისინი დააპატიმრესimage


2
170
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
170
  
2017, 8 ნოემბერი, 22:28
მე გავაზიარე ბევრ ჯგუფში, იქიდან კი ზოგმა ნახა და ზოგმა არა, გაზიარების რაოდენობა კი აისახა.
2017, 8 ნოემბერი, 22:09
ეს ვერ გავიგე ფეიზე 84 ჯერ არის გაზიარებული თუ მოწონს ამდენს და 81 ადამიანს ნანახვი აქვს როცა მე მოვიწონე და 82 უნდა გამხდარიყო
0 1 2