x
image
თეონა გორდეზიანი
სიცოცხლე, ილუზია თუ მარადისობა... ვინ ხარ შენ, რა უნარები გაგაჩნია

image


"ადამიანი, ის სწირავს თავის ჯანმრთელობას, რომ გამოიმუშაოს ფული,
შემდეგ ის სწირავს ფულს რომ დაიბრუნოს ჯანმრთელობა...მას ისე ანაღვლებს
თავის მომავალი, რომ აწმყოსგან სიამოვნებას ვერ ღებულობს. საბოლოო ჯამში
ის არც აწმყოთი ცხოვრობს და არც მომავლით...ის ცხოვრობს ისე თითქოს
არასოდეს მოკვდება და ბოლოს კვდება ისე თითქოს არც არასოდეს
უცხოვრია."
ეს დალაი ლამას სიტყვებია.


image




ამ მოსაზრებას ყველა ჩვენგანი ვეთანხმებით, მაგრამ რეალობა სულ სხვაა,
მოდით ეტაპობრივად მივყვეთ ამ მოსაზრებას :

ბავშვი... დაბადება... პირველი სადღეგრძელო - "იყავი ჯანმრთელი და
წარმატებული..." და უმრავლესობის მილოცვაც ასეთია, სწორედ ეს ზის
ადამიანის ქვეცნობიერში, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანს ჯანმრთელობა
მაშინ ახსენდება, როცა მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება ან შეაწუხებს,
მანამდე ყოველი მისი ქმედება არის იმის საწინააღმდეგო, რომ იყოს ჯანმრთელი.
წარმატებას რაც შეეხება მაშინ ახსენდება, როცა წარმატებისაკენ მიმავალი
ბილიკებიდან გადაუხვევს.

image

ავიღოთ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ეს დაახლოებით 7O
წელია, აქედან ადამიანი ნახევარს ძილში ატარებს, დარჩენილია მოქმედი 35
წელიწადი, ადამიანის ქვეცნობიერი და მისი ქმედებითი უნარი საშუალოდ 15
წლიდან არის აქტიური, მივიღეთ არსებული 2O წელიწადი, აქედან ნახევარი,
ადამინი ხანშიშესულია და მისი ქმედითი უნარი და სურვილი დაიპყროს
მაღალი მწვერვალები არის ნულის ტოლერანტი, დარჩა სიცოცხლის აქტიური
1O წელი, გამოდის რა, რომ ადამიანი ღირებული და ყოველმხრივ აქტიური
თავისი ერთჯერადი სიცოცხლიდან მხოლოდ 1O წელია და ზოგს ესაც არ
მიეცა.
დავფიქრდეთ იმაზე არის კი ეს დრო საკმარისი, იმისთვის რომ
ვიფიქროთ მარადისობაზე, ვიფიქროთ მაღალ მწვერვალებზე, ვიფიქროთ
იმაზე რომ თითქოს ჩვენ ვართ ღერძი და სამყარო ჩვენს გარშემო ტრიალებს,
შევიპყროთ ზიზღით, შურით, სხვადასხვა ბნელი იდეებით და გავხდეთ
ამპარტავნები, ქედმაღლები, რომ თითქოს დღეს ჩვენ ვართ ესე, მაგრამ
ხვალ დიდი მომავალი გველოდება, არ ვიკადროთ სხვები, ვიყოთ ილუზიაში..
საკმარისია კი ეს დრო, ვიცხოვროთ ისე, რომ თითქოს მარად ვიქნებით,
ან არის კი იმის დრო რომ დღეის გასაკეთებელი ხვალ გავაკეთოთ,
ზურგი ვაქციოთ საღ აზრებს, იდეებს... არის კი იმის დრო
ზურგი ვაქციოთ სიყვარულს დადაველოდოთ მომავალს, რომელიც აუცილებლად
მოვა სხვა სახითა და ფორმით.
ყველაზე სწორი ფორმა იცხოვრო ამ მოკლე დროში არის რა:
გავცეთ სიყვარული, დადებითი ენერგია, ღიმილი...
არასოდეს გვეგონოს რომ ჩვენ ვინმეზე რაიმეთი მეტი ვართ, არასოდეს
გვეგონოს რომ ხვალ ჩვენ ვარსკვლავებს მოვწყვეტთ, რადგან ხვალინდელი
დღე ეს უბრალოდ ილუზიაა, წარსული არარსებულია, არარსებულია
მომავალიც, აქტიურია მხოლოდ აწმყო ... და უნდა ვკითხოთ საკუთარ
თავს - "ვინ ვარ მე, რა უნარები გამაჩნია და მაქვს თუ არა უნარი, რომ
მე ვარსკვლავებს მოვწყვეტ" იქნებ ეს უბრალოდ სურვილია და რეალობა
სულ სხვაა.
ადამიანს ყოველთვის აქვს დრო ერთი რამის - ფიქრის.
ადამიანი ხომ სწორედ ფიქრისთვის არის შექმნილი და დავფიქრდეთ იმაზე,
რომ ვიცნობთ კი საკუთარ თავს ისეთს როგორებიც ვართ, თუ ეს უბრალოდ
ილუზიაა, სამყაროში ყველაზე გამორჩეული რომ გვგონია საკუთარი თავი,
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის თვითოეული წამი რომელიც გვიბოძა
ძალამ რასაც სიცოცხლე ქვია.



0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0