x
image
თეონა გორდეზიანი
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ბავშვის განვითარებისთვის, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა“- ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი
ფსიქოლოგმა ზანდა ჩეჩელაშვილმა ადრეულ ასაკში ბავშვებში თვითმომსახურებისა და თვითმოვლის უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:


„რატომ ვერ ხერხდება, რომ ორწლინახევრის, სამი წლის ბავშვმა თავისით ჭამოს კოვზით ფაფა? იმიტომ, რომ ითხვრება. იმიტომ, რომ ჭიქით თუ თვითონ სვამს, წყალი ესხმევა. თუ თვითონ იცვამს, ამას დრო სჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რომ ამას დრო, ნერვები და მოთმინე სჭირდება ნამდვილად. იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. კარგად მესმის, რამდენი დრო და მოთმინება სჭირდება იმის ყურებას, როგორ ცდილობს ბავშვი პატარა, მოუქნელი თითებით 15 წუთი წინდის ჩაცმას. არ არის მარტივი საყურებელი.“


„უნდა დავფიქრდეთ ამაზე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ბავშვის


განვითარებისთვის. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ​ამის შესაძლებლობა ბავშვს უნდა მივცეთ. დასჭირდეს ბევრი დრო, ნუ ჩაიცვამს სწორად. დიდი წინსაფარი გავუკეთოთ, რომ არ მოითხვაროს. თუმოითხვრება არაუშავს, თვითონვე გავაწმენდინოთ. განვითარების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო განვითარების არის თვითმოვლა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევები. ბავშვის დამოუკიდებლობა ასეთი ადრეული ასაკიდან იწყება. ამის საშუალება ბავშვს აუცილებლად უნდა მიეცეს. არ გეგონოთ, რომ ეს უნარები თავისით გამომუშავდება. არ გამომუშავდება. ამ ასაკში ბავშვს ინიციატივის შესაძლებლობა თუ არ ეძლევა, ბავშვი წყვეტს მცდელობას, “ - აღნიშნულ საკითხზე ზანდა ჩეჩელაშვილმა „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.



image

წყარო:momsedu.ge




0
58
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0