x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სასამართლომ დაადგინა:ბავშვი დაიბადოს!
image

ეს სახალისო ამბავი აშშ-ში, იუტას შტატში მოხდა. მოსამართლის ფეხმძიმე თანაშემწეს კაილი ბეისს ტკივილები დაეწყო და სამსახურიდან პირდაპირ სამშობიაროში წავიდა. რამდენიმე დღე უცადა, მაგრამ პატარა დაბადებას არ ჩქარობდა და სახლში გაწერეს.

მომავალ დედიკოს მოთმინების ძაფი გაუწყდა და გადაწყვიტა კანონის ძალით ემოქმედა. მან სარჩელი შეიტანა პატარას წინააღმდეგ და 3 დღის ვადაში მისი დაბადება მოითხოვა.

image


“თქვენ უსიამოვნებას აყენებთ დედას:მას უკვე აღარ აქვს ადგილი მუცელში, იტანჯება გულძმარვისა და შეშუპებისგან და დაიღალა ლოგინში წოლით"-ნათქვამია სარჩელში.

მოსამართლე ლინ დევისმა სიამოვნებით მოაწერა ხელი სარჩელს და აღნიშნა, რომ 30 წლიან პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როცა ნაყოფის გამოსახლებას ითხოვენ.

სარჩელმა იმოქმედა.12 საათის შემდეგ პატარა ქვეყანას მოევლინა.

“მას არ უნდოდა, რომ კანონის უპატივცემულობაში დაედანაშაულებინათ"-იხუმრა ბედნიერმა დედამ.


0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0