x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
როგორ ვაიძულოთ მძღოლი გზა დაგვითმოს ,,ზებრაზე"
ილუზია-ეფექტური ხერხია ფერწერაში, მაგრამ ისლანდიაში ამ ხერხს სულ სხვა, საყოფაცხოვრებო გამოყენება მოუძებნეს.

image მეთევზეთა ერთ სოფელში საგზაო სამსახურის თანამშრომლებმა ზებრა გადასასვლელის სამგანზომილებიანი ანალოგი შექმნეს. გამოსახულება შორიდან ისე აღიქმება, თითქოს ბეტონის ბლოკები ჰაერშია გამოკიდებული და მძღოლები ავტომატურად ანელებენ სვლას.

ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა დადგა საკითხი თუ როგორ მიეღწიათ იმისთვის, რომ მძღოლებს ქუჩაში გადაადგილებისას სიჩქარე შეემცირებინათ. ამ გამოსახულების შესაქმნელად სპეციალისტებს 7 კვირა დასჭირდათ.

image


შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, შორიდან ისე ჩანს, თითქოს წინ დაბრკოლებაა ბლოკების სახით. პროექტი ექსპერიმენტულია, თუ გაამართლებს-მსგავსი პროექტი სხვა ქალაქებშიც განხორციელდება.


0
30
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0