x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნინო ბოლქვაძე:"აქ უკვე მე რამის ვტირივარ და ვეხუტები''
image

ნინო ბოლქვაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს კანდიდატი იყო რესპუბლიკური პარტიიდან შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს "ფეისბუქზე."


''ვმგზავრობ მარშრუტკით. გვერდით მიზის შავებში ჩაცმული კაცი, რომელიც ვგრძნობ რომ მიყურებს. ვცდილობ ავირიდო სავარაუდო კონფლიქტი და პირველი შესაძლებლობისთანავე ვიცვლი ადგილს. ბოლო გაჩერებაზე ორივენი ჩამოვდივართ. მეწევა სწრაფი ნაბიჯით. თქვენ იყავით ნანუკას შოუში? დიახ, მე - ვეუბები და შინაგანად კონფიქტისთვის ვემზადები. ვუყურებ თვალებში. უცებ მიღიმის ძალიან თბილად - იცით მე რომ მოგისმინეთ ვიტირე. ხელს მკიდებს ხელზე და ასე ხელჩაკიდებულები ვდგავართ ცოტა ხანს. ვაკვრდები, შუა ხნის კაცია "ავტორიტეტებიდან"... ჩაიწერე ჩემი ტელეფონი მთხოვს - ვინმემ რამე ზედმეტი რომ გაგიბედოს ჩემთან ექნება საქმე. თქვენ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ... აქ უკვე მე რამის ვტირივარ და ვეხუტები'', - წერს ნინო ბოლქვაძე.

image


შეგახსენებთ, ნინო ბოლქვაძე საქართველოში პირველი ადამიანია, რომელმაც ღიად არჩევნებში იყარა კენჭი, როგორც ლესბოსელმა კანდიდატმა.იგი რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა. ნინო აგრეთვე ექვსი წელია ლგბტ აქტივისტია.

imageიხილეთ აგრეთვე

3
408
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
408
  
2017, 30 ოქტომბერი, 13:29
საკუთარ ტყუილში დაიწვა.
2017, 30 ოქტომბერი, 11:45
მორიგი "ტანჯული გმირი", ადვოკატია და იმდენს ვერ "წვავს" "ავტორიტეტები ციხეში, რომ ზიან და ვინც გარეთაა ისინი "კრიმინალური მენტალიტეტის" გამო ვერ იტანენ განსხვავებული ორიენტაციის ხალხს!!! :))
2017, 30 ოქტომბერი, 10:59
რა ,,მაგარ საქმეს,, აკეთებს ნეტა?)
0 1 3