x
მეტი
  • 15.11.2018
  • სტატია:82757
  • ვიდეო:334247
  • სურათი:440381
დრო არ არსებობს - ამტკიცებენ ფიზიკოსები

ფიზიკოსებმა გააკეთეს შოკისმომგვრელი განცხადება – დრო არ არსებობს!




image

ადამიანისთვის დრო გარკვეულწილად არსებობს: დილით ვიღვიძებთ, დღის განმავლობაში მივიწევთ დროში წინ და რაღაც მომენტში ვწვებით დასაძინებლად, ძილის დროსაც განვაგრძობთ დროში წინსვლას. ძველი ანდაზა "დრო არ იცდის" სამართლიანად ჟღერს, ხომ ასეა?


ალბერტ ეინშტეინი


image



პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ფიზიკის კანონებში ფართოდ გავრცელებული ეინშტეინის ფარდობითობის თეორია კვანტურ ფიზიკას (თეორიული ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის კვანტურ-მექანიკურ და კვანტურ-ველურ სისტემებს და მათ მოძრაობის კანონებს) დაუპირისპირდა. კვანტური ფიზიკა ცდილობს აღწეროს სამყაროს უმცირესი ნაწილაკები და ამტკიცებს, რომ სინათლე ერთდროულად არსებობს როგორც ტალღა და როგორც ნაწილაკები და ეს ყველაფერი პირელად ექვემდებარება შემოწმებას.



მრავალი წლის მანძილზე ცდილობდნენ ფიზიკოსები გააერთიანებინათ ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი სფერო დიდი გამაერთიანებელი განტოლების შედგენის გზით იმ ვარაუდით, რომ მასშტაბების მიუხედავად სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული -ნაწილაკიდან გალაქტიკებამდე.



დაახლოებით ორმოცი წლის წინ ორმა გენიალურმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა და ბრაის-დე ვიტმა დაამუშავეს სწორედ ასეთი განტოლება. მიუხედავად ამისა, მათი აღმოჩენა მაშინვე საკამათოდ მოეჩვენათ, იმდენად, რამდენადაც თუ განტოლება სწორია, მაშინ ისეთი მცნება, როგორიცაა დრო, საერთოდ არ არსებობს მატერიის ფუნდამენტალურ დონეზე.


image


ბრაის-დე ვიტ (მარცხნიდან მეორე)

image



კონცეფცია დამაბნეველია, მაგრამ ის შეიძლება სწორიც იყოს და ის, რასაც ჩვენ სუბიექტურად აღვიქვამთ როგორც "დრო"-ს, სინამდვილეში წარმოადგენს ჩვენს გარშემო სამყაროს გლობალური ცვლილების გეგმაზომიერ ეფექტს. და რაც უფრო ვუღრმავდებით ატომების, პროტონების და ფოტონების სამყაროს, მით ნაკლებ აქტუალური ხდება დროის მცნება.



ამ აზრს ადასტურებს სტანდარტების და ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტი. ( ისინი ინახავენ მსოფლიოში ყველაზე ზუსტ ატომურ საათს, რაზეც სწორდება ყველა დანარჩენი საათი მსოფლიოში). ამ ინსტიტუტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათი უზუსტესი საათი დროს საერთოდ არ ზომავს:

დრო განისაზღვრება დანაყოფებით საათზე. ფაქტობრივად, დრო საშუალებას გვაძლევს წესრიგი დავამყაროთ ცხოვრებაში: რომ არა ისეთი მცნება, როგორიც არის "დრო", ჩვენს გარშემო სრული ქაოსი იქნებოდა.


ფიზიკაც ამას ეთანხმება.



გამონათქვამები დროზე:

ალბერტი ელ:

image

სამი რამ ეკუთვნის ადამიანს: სული, სხეული და დრო (… e se pure alcuna si pateva chiamare nostra queste erana le sole tre — … anima, corpo e tempo).


ანტიფონი:


დრო არის აზრი ან ზომა, და არა არსი.



არისტოტელე:


image


ჩვენს გარშემო არსებულ ბუნებაში უცნობებს შორის ყველაზე ამოუცნობს წარმოადგენს დრო, რამეთუ არავინ იცის, რა არის დრო და როგორ მართოს ის.


ზენონ კიტიისკი:


image


დრო - მანძილია მოძრაობისა.


ციოლკოვსკი კ.:




image


დრო, შესაძლოა, არსებობს, თუმცა, ჩვენ არ ვიცით, სად ვეძებოთ ის.


ციცერონი:


image



გაფიქრებაც კი ძნელია, რომ იყო ოდესღაც დრო, როდესაც არავითარი დრო არ იყო.



შექსპირი:


image

სხვადასხვა პირისთვის დრო სახვადასხვანაირად გადის.



ვ. ისტარხოვი:


image

სინამდვილეში არავითარი დრო, როგორც თავისთავად რეალურად არსებული დამოუკიდებელი რამ, არ არსებობს. და რა არსებობს? არსებობს სწორედ ეს გარეგანი - რეალური პროცესები. ხოლო დრო კი - მხოლოდ საშუალებაა მათი გასაზომი.

დრო- ეს"სანტიმეტრია" და მეტი არაფერი. ამის გარეშე დრო არა მხოლოდ არ არსებობს, ყოველგვარ აზრსაც კი კარგავს.

ისევე, როგორც არ არსებობს სიგრძე, როგორც პირველადი არსი. სიგრძე - საშუალებაა რეალურად არსებული რამე გარეგანის გაზომვისა. ისევე, როგორც არ არსებობს წონა, როგორც პირველადი არსი.

არ იქნება რეალურად არსებული, - არ იქნება საჭიროება ცნებისა "წონა", "სიგრძე", "ფართობი", 'მოცულობა", "დრო". ყველა ეს საზომი კატეგორიები თავის თავად არ არსებობენ, ისინი მორადები და რამე გარეგანზე მიმაგრებულნი არიან. წონა რისი? მოცულობა რისი? ფართობი რისი? დრო რისი?

არავითარი დრო თავისთავად არ მიედინება, არც აბსოლიტურად, როგორც ნიუტონთან, არც შეფარდებით, როგორც ეინშტეინთან. მიედინებიან ( მოძრაობენ )

რეალური პროცესები რეალური სამყაროსი. არ იქნება პროცესები, არ იქნება საჭიროება ცნებისა "დრო".

იხილეთ ასევე:

1. NASA აღიარებს, რომ უცხოპლანეტელების 4 რასასთან მიმდინარეობს კონტაქტი

2. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანების ტვინი უფრო სწრაფად შრება...

3. მიწის ქვეშ გატარებული 17 წელი და... მაღაროელი ცოცხალი იპოვეს. დაუჯერებელი სასწაული!

0
937
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
937
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0