x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სამხრეთის მარგალიტი - იორდანიის დედოფალი რანია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას

იორდანიის დედოფალი რანია არის ძალიან მიმზიდველი და ჭკვიანი ქალბატონი. მას მიიჩნევენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მონარქად.

image

დედოფალმა განათლება მიიღო ქაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით.

image
სწავლის დამთავრების შემდეგ რანია მუშაობდა Apple-ს წარმომადგენლად შემდეგ კი Citibank-ში. სწორედ აქ შეამჩნია პირველად იორდანიის პრინცმა - აბდალამ.


image

" მე დავინახე ის და მივხვდი-ის ერთადერთია და სხვა არავინ მჭირდება"- მოგვიანებით განაცხადა პრინცმა.

image

გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ.

image

მაშინ აბდალა არ ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ. ეს ტიტული მისი ბიძის ხელში უნდა გადასულიყო, მაგრამ აბდალას მამამ გადაწყვეტილება შეცვალა და მემკვიდრედ მისი შვილი გამოაცხადა.როცა აბდალა გახდა მეფე, უკვე ყავდა ორი შვილი რანიასგან. ამის შემდეგ რანიამ კიდევ ორი გაუჩინა.

image

დედოფალი აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა. ის ეხმარება ქალებს თავის ქვეყანაში დაიწყონ სამსახური და განავითარონ ბიზნესი. რანიას ხელმძღვანელობით გაიხსნა არაერთი ცენტრი ძალადობისგან ქალების და ბავშვების დაცვის მიზნით.

imageimage

გარდა ამისა რანია ჩართულია ჯანმრთელობისა და განათლების გაუმჯობესების საკითხების მოგვარებაშიც.

imageimage

სოციალური ცხოვრების მიღმა, დედოფალი საშინაო საქმეებითაც არის დაკავებული. რანიას მიაჩნია, რომ მისმა შვილებმა უნდა იცოდნენ რა არის შრომა. ამიტომაც ბავშვებმა იცის როგორ წარმართონ საშინაო საქმეები.

image

რანიას თქმით - ნებისმიერ დედას არ უნდა დაავიწყდეს საკუთარ თავზე დროის დათმობა და მაშინ ოჯახში ყველაფერი კარგად იქნება.

image

რანია არა მარტო ლამაზია, არამედ აქვს საოცრად დახვეწილი გემოვნება. მან იდეალურად მოახერხა ტრადიციული არაბული სტილის ევროპულთან სინთეზი.

image
imageimageimageimageimageimage

რანია მარტივად ახერხებს იყოს მშვენიერი მეუღლე, მზრუნველი დედა და მკაცრი მმართველი.

image

სამხრეთის მარგალიტი რანია - ნამდვილად აღფრთოვანების ღირსია...

2
237
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
237
  
2017, 24 ოქტომბერი, 9:41
მადლობა ნატალია
2017, 24 ოქტომბერი, 9:22
საინტერესოა, მომწონს ასეთი საერთაშორისო სტატიები, ლამაზი ქალბატონია
0 1 2