x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
იყო ვინმეზე ნაკლები ვაჟკაცობაში სირცხვილია
image


ჩეჩნეთის ომის დროს რუსი ჯარისკაცები ავტობუსებს აჩერებდნენ საბუთების შემოწმების მიზნით და ერთხელად ერთ ერთი ასეთი შემოწმებისას ტრანსპორტში ასულმა რუსმა სამხედრომ თავი ყველაზე შესაზიზღი მხრიდან წარმოაჩინა - გარტყმა დაუწყო სათითაოდ ყოველ მგზავრს საბუთის მოთხოვნის წინ.


უკანა რიგში 15 წლის ყმაწვილი და მისი პაპა ისხდნენ. მოხუცმა შვილიშვილს გახედა, ახლა ჩვენ დაგვარტყამს–ო. როდესაც ჯარისკაცი მათაც მიუახლოვდა და სამოქმედოდ ხელი შეამზადა, ბიჭი ფეხზე წამოხტა და დანა აძგერა მუცელში, რაზეც ადგილზევე დაცხრილულ იქნა ზურგში მდგომი მეორე სამხედროს ხელით.


ბიჭმა სიკვდილის წინ ორიდე სიტყვის თქმაღა მოასწრო: "ჩვენ ვერ დაგვარტყა სამაგიეროდ პაპა"–ო და სულიც დალია.


ჩეჩნეთში ბავშვის აღზრდა სპარტანული მეთოდის მაგვარ ხასიათს ატარებდა, რომლის მიზანიც მომავალი უშიშარი სამშობლოს დამცველის შექმნა იყო და ტრაგედიული წლების განმავლობაში ამ ხასიათმა არაერთხელ იჩინა თავი. მეტიც, "იყო ვინმეზე ნაკლები ვაჟკაცობაში - სირცხვილია".

0
322
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0