x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
Arvida Byström - ბუნებრივი სილამაზე თუ?
image

ეს ის სკანდალური გოგონაა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

ვინ არის ის?

არვიდა დაიბადა შვედეთში 1991 წლის 4 ოქტომბერს.ის არის ფოტოგრაფი, მოდელი და მუსიკოსი. არვიდას კარიერა განვითარდა ლონდონში, ლოს ანჟელესსა და სტოკჰოლმში.

ის თანამშრომლებს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა : Nasty Gal, Monki, Wonderland Magazine, Lula Magazine, Vice, Rookie mag, Garage magazine, Baby Baby Baby magazine, I heart magazine.

image

არვიდამ გადაღებები 12 წლის ასაკში დაიწყო. მისთვის საინტერესო იყო საზოგადოების აზრი, სურდა „ გაგება სიმართლის, თუ როგორ გხედავთ სამყარო თქვენ „ ამის გასაგებად არვიდას ფოტოობიექტივში არაერთი ადამიანი აღმოჩნდა.


imageimage

ის აქვეყნებდა პუბლიკაციებს და იღებდა მონაწილეობას ქალების გზავნილებში, რომლებიც სვამდნენ კითხვებს გენდერობაზე, ქალურობაზე და არაერთ ტაბუ დადებულ თემაზე.

დღითიდღე არვიდაში იღვიძებდა ფემინიზმი. მოდელმა დაიწყო ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმა. მისთვის მისაღები და დასაფასებელი გახდა თმა ქალის სხეულზე.

imageimageimage

image

იმისათვის, რომ გამხდარიყო უფრო დამოუკიდებელი, არვიდამ მიატოვა ოჯახი და სტოკჰოლმიდან ლონდონში გადავიდა, რაც კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

ის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ჩვენებებში. თავადაც აქტიურად საქმიანობდა და სულ უფრო პოპულარული ხდებოდა.

imageimage

ინსტაგრამის ვარსკვლავი მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია.

image

მისი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა Adidas-ის ახალი რეკლამის შემდეგ, სადაც ის თამამად პოზირებს გაუპარსავი ფეხებით და ქალის ბუნებრივ სილამაზეს უსმევს ხაზს.


image

რამდენად შეიძლება დავარქვათ ამას სილამაზე და ესთეტიურობა, ეს უკვე ცალკე განხილვის თემაა.


0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0