x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
,,თქვენ საქონელი გაქვთ, ჩვენ კი მყიდველი გვყავს"-ჩინელის ბიზნესი,რომელმაც უკრაინელების აღშფოთება გამოიწვია
ჩინელმა მეი აისმა თავის ულამაზეს უკრაინელ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოებით გაითქვა სახელი სამშობლოში. ახლა მეი თავის თანამემამულეებს ეხმარება უკრაინელი მეორე ნახევრის პოვნაში.

image

თავად მეი ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა და არც სწავლით გამოირჩეოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ უკრაინაში განაგრძო სწავლა და იქ გაიცნო მომავალი მეუღლე დაშა, რომელიც მასზე 12 წლით იყო უმცროსი. წყვილი მალე დაქორწინდა და ულამაზეს მეუღლესთან გადაღებული ფოტოების წყალობით, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა ქსელში, მეი პოპულარული კაცი გახდა თავის სამშობლოში და გადაწყვიტა აქედან სარგებელი ენახა.

image


მას უამრავი ჩინელი მამაკაცი უკავშირდებოდა, რომლებიც უკრაინელი მეუღლის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ. მეიმ კლუბი Culove გახსნა, რომელიც ჩინელ წარმატებულ მამაკაცებს და უკრაინელ ლამაზმანებს ერთმანეთს აკავშირებს.

კლუბისთვის გოგონებს მეის ცოლისდა ალენა ეძებს. კლუბში ამ გოგონებს ჩინურ ენას და კულტურას ასწავლიან. წელიწადში ერთხელ კი ღონისძიება ეწყობა, სადაც სადაც ეს გოგონები ჩინელ პოტენციურ საქმროებს ეცნობიან.

image

მეის საქმიანობამ ბევრი უკრაინელის აღშფოთება გამოიწვია, მას სუტენიორობაშიც დასდეს ბრალი. თავად მეი კი აცხადებს, რომ მისი კლუბი სიყვარულზეა აქცენტირებული და არა ფულზე, და აპირებს უახლოეს მომავალში მსგავსი კლუბები რუსეთსა და ბელორუსიაშიც გახსნას.

image

0
199
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0