x
მეტი
  • 22.10.2017
  • სტატია:70226
  • ვიდეო:323067
  • სურათი:424377
აზიური ფაროსანა იმერეთსაც შეესია სამეგრელო - გურიის შემდეგ

image
ზაფხულის ცხელი დღეებიდან მოყოლებული აზიური ფაროსანა, რომელმაც გურიასა და სამეგრელოში სიმინდის და თხილის მოსავალი სრულიად გაანადგურა, ახლა უკვე იმერეთისკენ მოიწევს. ბოლო ერთი თვეა, სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ მომხმარებლები აზიური ფაროსანას კატასტროფული სიჩქარით გამრავლების შესახებ. წერდა მოსახლეობა, წუხდა და სხვადასხვა ფოტოებს აქვეყნებდნენ. როგორც მათი მონათხრობით და ფოტოებით ირკვევა, აზიური ფაროსანა ახლა უკვე საწოლებში, ფარდებზე, ჭერზე, თეთრეულზე და სახლის თითქმის ყველა კუთხე - კუნჭულშია მოდებული.

ერთ - ერთი მომხმარებელი ლადო აფხაზავა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა: -

ლადო აფხაზავა

"ეს მაშინ როცა ველად არიან, ცოტაც და სახლებში დაბუდების პროცესი დაიწყება. ამ მწერებით გაივსება კარადები, თაროები, ფარდებში ეხვევიან და რბილ ავეჯში იდებენ ბუდეს და ირგვლივ საშინელ სუნს ტოვებენ.
მართალია ცეცხლი არ გვიკიდია, მაგრამ დროა რაღაც ღონისძიებებს მივმართოთ. ხილი მოსანატრი გვაქვს, ბოსტნეული გააფუჭა, ახლა საყანე ფართობებს შეესია და მალე საცხოვრებელ სახლებში მოგვიკაკუნებენ.
იმედია იაქტიურებს ის ვისაც ეს ეხება.
"ცუანა" ეძახე შენ და კი მოგვთხარა გურიისა და სამეგრელოს სოფლები.
დროა მოგვხედონ".

ანალოგიურ გულისწუხილს ვკითხულობთ საქართველოს სხვავდასხვა კუთხეში, მათ შორის იმერეთშიც და დედაქალაქშიც.imageimageimageერთ - ერთი მომმხმარებელი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს: - "Kakha Askurava-მ(ა) დაამატა 3 ახალი ფოტო. 7 ოქტომბერი, 19:23-ზედაარიგეს წამალი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად რომელსაც აწერია, რომ 30-60 რადიუსით დააშორონ საცხოვრებელ სახლებს, აზიური ფასონა კი უკვე კაი ხანია სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია.(ძალინ დიდი ბოდიში, მაგრამ როცა 8 თვის შვილს მისი საძინებლიდან გახიზნავ სხვას ვერაფერს ვუწოდებ)პ.ს. ეს ჩემი სახლია.imageამ ფოტოზე კი " ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ოფისია ჩოხატაურში, რომელიც ოთარ ბუტა მამარდაშვილმა ატვირთა სოციალურ ქსელში.

არა ერთი სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა აღნიშნულ ფაქტს და როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, ადვილი შესაძლებელია სახლის პირობებში აზიურ ფაროსანასთან გამკლავება, ამისთვის საჭიროა ჭურჭელი ავავსოთ წყლით, ჩავასხათ თხევადი საპონი, ავაქაფოთ, მივუდგათ ანთებული ნათურა და დავტოვოთ ასე.

აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. მოსახლეობას მავნებელი საკუთარ სახლებში ხშირად აწუხებთ, თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, თბილისში ფაროსანა არ არის იმ რაოდენობით, რაც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ფაროსანა კუს ტბასა და ვაკის პარკის მიმდებარედაც არაერთხელ შეუნიშნავთ.დღეს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო წარწერით - " აზიური ფაროსანა პლეხანოვსაც შეესია".imageპ.ს. ბოლოს კი მინდა გაჩვენოთ ჩემი სახლის კარებზე მცოცავი ფაროსანა. მართალია, ის ერთადერთია ამ ფოტოზე, მაგრამ დაახლოებით ათამდე მწერი იჯდა დილით შესასვლელ კართან.imageimage


2
239
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
239
  
10 ოქტომბერი, 11:49
აბსოლუტურად გეთანხმებით
10 ოქტომბერი, 9:50
ესღა გვაკლდა და აი ესეც მოვიდაა. ეხლა მოედება მთელ ქვეყანას და მერე გაიღვიძებენ თავადაცრო ვეღარ დაიძინებენ ვილებსა თუ მდიდრულ აპარტამენტებში. ღმერთო გვიშველე ეს ძალიან საშიში ფაქტია და ვინც ვერ აფასებს უბრალოდ უგუნურია.
0 1 2