x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
სამტრედიაში ათობით ადამიანი სასმელი წყლით მოიწამლა

imageსამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ათობით ადამიანი სასმელი წყლით მოიწამლა.

წყლით მოწამლულთა ნაწილი სახლში, ხოლო ნაწილი საავამდმყოფოში მკურნალობს. სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარება 2015 წლიდან უნდა დაიწყოს, -ეს მთავრობის გეგმაა.


სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია ამბობს, რომ სოფლის წყალგაყვანილობის სისტემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლებაა. თუმცა არ ადასტურებს, რომ მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა წყლის გამო მოხდა.


"ჯერ არ ვიცით რის გამო მოიწამლნენ. სურსათის უვნებლობის სამსახურმა აიღო სინჯები და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა გახდა მოსახლეობის მოწამვლის მიზეზი. იქ შიშის ფაქტორია. 6 ადამიანიდან 5 დღესვე გაწერეს. ზოგს ჰგონია, რომ მოიწამლნენ, მაგრამ არ დასტურდება, "-განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0