x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ინდონეზიაში მამაკაცმა მძიმე ბრძოლის შემდეგ 7 მეტრიანი პითონი მოკლა
image

37 წლის ინდონეზიელმა მამაკაცმა უთანასწორო ბრძოლაში მოკლა ნამდვილი ურჩხული-7 მეტრის სიგრძის პითონი.


პალმის ზეთის პლანტაციების დარაჯი რობერტ ნაბაბამი პროვინცია რიაუდან საკუთარი მოპედით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე შეამჩნია უზარმაზარი პითონი, რომელმაც გზა გადაუკეტა ორ ფეხით მოსიარულეს. 37 წლის მამაკაცი შეეცადა გზიდან გაეგდო მახრჩობელა გველი, თუმცა საპასუხოდ პითონი კაცს თავს დაესხა და მკლავზე კბილებით ჩაეჭიდა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მამაკაცმა შეძლო გველის მოკვლა, თუმცა რობერტი ღრმა ჭრილობებით ტრავმირებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"ვცდილობდი დამეჭირა ის, თუმცა მკლავზე მწვდა და ამის შემდეგ ვიბრძოდით რაღაც დროის განმავლობაში"-აღნიშნა რობერტმა.


image

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ვის გამოც გველს შეებრძოლა(იგულისხმება ორი ქვეითად მოსიარულე) მხოლოდ შეშფოთებულები ადევნებდნენ თვალს გიგანტი გველის და მამაკაცის ორთაბრძოლას. მოკლული გველი შემდეგ სარეცხის თოკივით გაფინეს მთელი სოფლის დასანახად.

imageimage

აღსანიშნავია, რომ ამა წლის მარტში ანალოგიური მოხდა ინდონეზიაში, კერძოდ პროვინცია სულავესში, თუმცა მაშინ სასიკვდილო ორთაბრძოლა გველის გამარჯვებით დამთავრდა.მსხვერპლი მის მუცელში აღმოაჩინეს.

2
503
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
503
  
2017, 7 ოქტომბერი, 21:06
მთელი სოფლის თუ არა ნახევარი სოფლის სამყოფი ხორცი ექნებათ.
კიდევ ისა...
სარეცხის თოკი არ იფინება, იბმება.
2017, 4 ოქტომბერი, 14:47
ჭრილობა მოურჩება, პითონს კი გემრიელად შეახრამუნებენ მის ტყავს კი გაყიდიან საკმაოდ ძვირად...
0 1 2