x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
როგორ მოვამზადოთ ჟელეს «ხიზილალა» ?
image

image


ჟელეს ბურთულების გაკეთება რთული არ არის. ამისთვის მხოლოდ ორი ჭიქა ზეითუნის ზეთი და ჟელეს მოსამზადებელი მასალა არის საჭირო:


image


I. ზეთი ჩაასხით მაღალ ჭიქებში სანახევროდ და შედგით საყინულეში 12 საათით.

image

imageII. როდესაც ზეთი გაიყინება და გარეგნულად ვაზელინს დაემსგავსება, გამოიღეთ საყინულედან და მაშინვე დაიწყეთ ჟელეს მომზადება: წინასწარ დამბალ ჟელატინს შეურიეთ ფორთოხლის წვენი, რომელშიც ფერისთვის, დამატებული იქნება სტაფილოს ან ალუბლის წვენი. დადგით ეს ნაზავი ცეცხლზე და იქამდე გააჩერეთ, ვიდრე წვენი ჟელატინს არ შეერევა, თან სულ ურიეთ.

«შავი ხიზილალის» მოსამზადებლად, ხილის წვენს მცირე რაოდენობით აქტივირებული ნახშირის ფხვნილი უნდა დაამატოთ.

შენიშვნა: ბურთულები კარგი რომ გამოვიდეს, ჟელატინი იმაზე მეტ წყალში უნდა ჩაალბოთ, ვიდრე შეფვაზე არის მითითებული – დაახლოებით, 4-ჯერ მეტ წყალში.


imageimage

III. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, დაუმატეთ საკონდიტრო საღებავი: ცოტა ყვითელი და წითელი, ვიდრე ის ხიზილალის ფერს არ მიიღებს.

imageვიდრე თქვენ ჟელეს ამზადებდით, ზეთი ცოტა გალხვებოდა და ჭიქის კიდეებთან სითხედ იქცევა, სწორედ ეს ის მდგომარეობაა, რომელიც საჭიროა «ხიზილალის» გასაკეთებლად და ვიდრე, საქმეს შეუდგებით, ზეთის მეორე ჭიქაც გამოიღეთ საყინულედან, რადგან ერთ ჭიქათი ბევრი ბურთულის ჩაყრა არ შეიძლება.

ამის შემდეგ, თბილი ჟელე ჩაასხით საკონდიტრო შპრიცში და ქვეთ-წვეთად ჩაასხით I ჭიქაში. ეს ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოთ, რომ თბილმა ჟელემ გაციება ვერ მოასწროს. როდესაც ზეთი სიმყარეს დაკარგავს და დნობას დაიწყებს, მეორე ჭიქაში გააგრძელეთ ბურთულების ჩაყრა.

image

საბოლოო ჯამში, ასეთი ბურთულები უნდა მიიღოთ.


IV. ზეთი «ხიზილალიანად» ჩაასხით საწურში და ბურთულები გარეცხეთ ონკანის ქვეშ ცივი წყლით, მაგრამ მაღალი წნევის ქვეშ არა, რადგან ბურთულები ჯერ კიდევ არ იქნება კარგად გამაგრებული და შეიძლება ფორმა დაკარგოს.


V. უკვე გარეცხილ ბურთულებს ცოტაოდენი ლიმონის წვენი მიასხურეთ, რომ ზეთის გემო არა ჰქონდეს.

image

P. S. ჟელეს ბურთულების გაკეტების მეორე გზაც არსებობს: ჟელეს მომზადების ნაცვლად, შეგიძლიათ, წყლის ცხელ აბაზანაზე, რამდენიმე, შესაფერისი ფერის, მარმელადი გაადნოთ. ამ შემთხვევაში, ბურთულები უფრო მკვრივი გამოვა, რადგან სამრეწველო მარმელადის წარმოებაში, ჟელატინის ნაცვლად აგარ-აგარი გამოიყენება, რომელსაც უფრო ძლიერი შემადედებელი ეფექტი აქვს.

image
«ხიზილალით» შეგიძლიათ ტკბილი ბუტერბროდები გააკეთოთ ან ნამცხვრების და ტორტების გასაფორმებლად გამოიყენოთ.

imageimageimageimage
imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageხაჭოს ბურთულები
ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების მაქსიმალური დრო 20 წთ.)

რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image




image

0
601
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0