x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70059
  • ვიდეო:322864
  • სურათი:424128
ამერიკელმა ბლოგერმა დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ შესძლო მწყობრიდან გამოეყვანა კალაშნიკოვის ავტომატი

image ამერიკელმა ბლოგერმა გადაწყვიტა დაემსხვრია ლეგენდა კალაშნიკოვის ავტომატის საიმედოობაზე და საკმაოდ რთული გამოცდა მოუწყო ავტომატს, თუმცა უნდა ითქვას, რომ უშედეგოდ.
ერაყის ომის ვეტერანმა ერიკმა დაისახა მიზნად–გამოეცადა საიმედოობაში კალაშნიკოვის ავტომატი და ეს გადაეღო კამერით მის ბლოგში განსათავსებლად.
ერიკი დარწმუნებული იყო, რომ კალაშნიკოვის ავტომატის საიმედოობა რუსების მოგონილი მითი იყო და მეტი არაფერი, მეტიც ერიკმა ამის დასამტკიცებლად გადაწყვიტა ავტომატური სროლის რეჟიმში გამოეცადა ავტომატი, მისი თქმით ავტომატი ასეთ რეჟიმში ვერ გაუძლებდა დატვირთვას დიდხანს და მალევე გამოვიდოდა მწყობრიდან.
ამერიკელმა ბლოგერმა სახეზე სპეციალური დამცავი ნიღაბი მოირგო (რადგან ფიქრობდა გახურებული ლულის სიმხურვალე დაუწვავდა სახეს), გაიკეთა ხელთათმანები და დაიწყო სროლა ავტომატურ რეჟიმში. რამდენიმე მჭიდის მერე ავტომატს აშკარად შეეტყო ლულის გახურება, რადგან ავტომატის აირგამანაწილებელი დგუშის ხით დაფარულ ნაწილს ბოლი აუვიდა, ერიკი აგრძელებდა მჭიდების შეცვლას, თუმცა ლულის სიმხურვალის გამო ავტომატი უკვე პისტოლეტივით ეკავა.
კიდევ რამდენიმე მჭიდის დაცლა და ლულის ხის დეტალებს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ავტომატი აგრძელებდა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
პირველი ერიკი დანებდა სიტუაციას, რადგან ცეცხლმოკიდებული ავტომატის ხელში დაჭერა უკვე შეუძლებელი გახდა, ბლოგერმა განაცხადა, რომ ეს ავტომატი მართლაც, რომ საიმედოა.
პ.ს
მე კი ვიტყოდი, რომ კალაშნიკოვის ავტომატად წოდებული ავტომატი გერმანული ავტომატური იარაღის პირდაპირი მემკვიდრეა და მისი საიმედოობაც გერმანულ ხარისხზე მეტყველებს.
image ზედა ავტომატი კალაშნიკოვის ავტომატია, ქვედა კი გერმანული ავტომატი რომელიც მიიჩნევა კალაშნიკოვის ავტომატის "წინაპრად".
დასკვნის გაკეთება კი თქვენთვის მომინდვია.



5
490
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
490
  
7 ოქტომბერი, 12:18
უზუსტობა და სიმძიმეა ამ იარაღის ძალიან დიდი მინუსი...
სროლისას სიზუსტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
6 ოქტომბერი, 23:20
ეხლა მე ახალი მთვარე როარ გამოვიგონო მოკლედ ვიტყვი რაც ყველამ იცის ჩვენს პირობებში საუკეთესოა ეს იარაღი და გამძლეობითაც პირველია.დიდი სიზუტით არ გამოოირჩევა მაგრამ სხვა უპირატოსობებიაქვს
3 ოქტომბერი, 22:48
გაიხარე,მარა დავიტანჯე ესაა გამოსწორდაო
3 ოქტომბერი, 22:07
მაგის მეტი პრობლემა არ მოგცა ღმერთმა ცხოვრებაში. :)))
3 ოქტომბერი, 20:30
ტრიალებს ქეთოს ბორბალი ტრიალეს ორჯერ შემოვედი და ვერ დავალაიქე წავედი მესამე კრუგზე:))))
0 1 5