x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩეჩნების მიერ რუსეთთან ომის პერიოდში შექმნილი უნიკალური იარაღი, რომელიც ძალიან ეფექტურიც იყო

image რუს ფედერალებს სოფელ "კომსომოსკოესთან" ჩეჩნეთში ხელში ჩაუვარდათ უნიკალური იარაღი, რომელიც ჩეჩენი "ხელმარჯვე ოსტატების" ხელით იყო შექმნილი და ძალიან მარტივი გამოსაყენებელი, მაგრამ ეფექტური იყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
საუბარია 5 ლულიან ხელნაკეთ ყუმბარმტყორცნზე, რომელიც ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნიდან სასროლ ყუმბარებს "ВОГ-25"-ს ისროდა.
ჩეჩნეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში დუდაევმა მოახერხა და დიდი რაოდენობის იარაღს და ნაწილობრივ მძიმე ტექნიკასაც მოუყარა თავი მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების შესაიარაღებლად.
გარდა ამისა ჩეჩნებმა წარმატებით დაიწყეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის "Борз"-ის (მგელი) წარმოება, როცა ჩეჩნეთის დედაქალაქი ფედერალებმა აიღეს წარმოება იატაკქვეშეთში გადაიტანეს და იარაღმა დიდწილად ხარისხი დაკარგა.
ჩეჩნურ "შაითან-ტრუბებზეც" გსმენიათ ალბათ, "РПГ-7"-ის ხელნაკეთ ვერსიაზე.
რაც შეეხება ფედერალების მიერ ამოღებულ კომპაქტურ ყუმბარმტყორცნს, ის გარკვეულწილად რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ 1993 წელს გამოშვებულ ხელის ყუმბარმტყორცნს "РГ-6 (6Г30)"-ს ჰგავს, თუმცა ერთი ლულით ნაკლები აქვს და წონაც მეტი აქვს.
ჩეჩნური "შედევრის" წონა 8 კილოგრამია, ყუმბარმტყორცნი 6 წამში ისროდა 5 ყუმბარას, მას გააჩნდა თვითშეყენების მექანიზმი, ყუმბარების გასროლა ლულებიდან კი მიყოლებით ხდებოდა.
აღნიშნული იარაღი უკვე ნოვოჩერკასკის სპეციალურ სამხედრო მუზეუმში ინახება, არანაკლებ უცნაური იარაღების კოლექციის გვერდით.

0
1825
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1825