x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
ახალი iOS 11 - Apple-ის გიგანტური ნაბიჯი

image


რამდენიმე დღეა, აიპედებსა და აიფონებში ახალი iOS 11 გამოჩნდა. მისი დაყენება მარტივად შეგიძლიათ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ინსტალაციას ერთი საათი მაინც სჭირდება.

image

საინტერესოა, რატომ წერენ კომპანიის ოფიციალურ საიტზე, რომ iOS 11 გიგანტური ნაბიჯია აიფონებისთვის და აიპედებისთვის?


iOS 11 აიფონებსა და აიპედებს უფრო ჭკვიანს ხდის, მათ უკვე შეუძლიათ, ისწავლონ თქვენგან. შეუძლიათ, დაგეხმარონ და არიან უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე.


ვნახოთ, რა სიახლეებია ახალ პროგრამაში.


✔ ლაივ სურათები

სურათების ლაივში გადაღების ფუნქცია აიფონს ადრეც ჰქონდა, მაგრამ iOS 11-ში ის გაცილებით დახვეწილია. შეგიძლიათ, გადაიღოთ კრეატიული, შთამბეჭდავი და სახალისო ფოტოები და დაადოთ ახალი ეფექტები.

image


✔ კამერა

დამატებულია ახალი ფილტრები, რომლებიც პროფესიონალი ფოტოგრაფების გადაღებული ფოტოებით არის შთაგონებული. პორტრეტები უფრო შთამბეჭდავი გამოდის, კანის ფერი კი უფრო ბუნებრივი ჩანს.

image


✔ განახლებული App Store

App Store განახლდა და დიზაინიც შეიცვალა იმისთვის, რომ გაგიმარტივდეთ საჭირო აპლიკაციებისა და თამაშების პოვნა.

image


✔ წერილები

ახლა უფრო სასიამოვნოა წერილების გაგზავნა, ვიდრე ოდესმე. წერილების განყოფილებას დამატებული აქვს სტიკერები, სხვადასხვა ეფექტები და ონლაინ თამაშებიც იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად იხალისოთ.

image


✔ მუსიკა

უკვე მეგობრებსაც შეუძლიათ, დაგეხმარონ მუსიკის შერჩევაში. თითოეულ თქვენგანს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი პროფილი Apple Music-ზე, სადაც საშუალება გექნებათ, ნახოთ რას უსმენენ თქვენი მეგობრები. ეს ერთგავარი სოციალური ქსელივით იქნება, ოღონდ მხოლოდ მუსიკის კუთხით.

image


✔ კონტროლის ცენტრი

კონტროლის ცენტრს ახლა უფრო მეტი ფუნქცია აქვს. უკვე უფრო მალე შეგიძლიათ ჩართოთ მობილური ინტერნეტი, აიფონის ფანრის სიკაშკაშის კონტროლიც კი შეგიძლიათ. სურვილისამებრ შესაძლებელია, კონტროლის ცენტრს დაამატოთ სხვა ფუნქციებიც.

image


✔ ლოქ სქრინი

iOS 11-ს ლოქ სქრინიც გაუმჯობესებული აქვს. უკვე ლოქ სქრინზე შეგიძლიათ ყველა შეტყბინების ნახვა ნებისმიერ დროს ზედა ფანჯრის ჩამოშლით.

image


✔ არ შემაწუხოთ

როცა მანქანას ატარებთ, უბრალოდ, ატარეთ. აიფონს დაემატა ფუნქცია, რომელიც გიცავთ ტარების დროს ზარებისგან და წერილებისგან. პირს, რომელსაც თქვენთან დაკავშირება სურს, უბრალოდ, ავტომატურად მიუვა შეტყობინება, რომ საჭესთან ხართ.

image


✔ რუკები

სადაც არ უნდა მიდიოდეთ, სათავგადასავლო მოგზაურობაში თუ საშოპინგოდ, რუკა მგზავრობას უფრო სწორად დაგიგეგმავთ, ვიდრე აქამდე შეეძლო. ის გაუმჯობესებულია, დამატებულია ახალი ობიექტებიც და უფრო სანდოა.

image


✔ სწრაფი კლავიატურა

კლავიატურას მარცხნივ დაემატა პატარა ისარი, რომლითაც შეგიძლიათ, ძალიან სწრაფად, თითის ერთი დადებით დაბრუნდეთ უკან.

image


ისიამოვნეთ ახალი iOS 11-ით !



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 ცნობილი ბრენდის ლოგოს ცვლილება

image


2. 16 უცნაური იაპონური გამოგონება

image


0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0