x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100896
  • ვიდეო:345601
  • სურათი:463570
16 უცნაური იაპონური გამოგონება
ცნობილი ფაქტია, რომ იაპონია ინოვაციური და პროგრესული ტექნიკის სახლად მიიჩნევა. ყველაზე უცნაურ და შოკისმომგვრელ ნივთებსაც იქ იგონებენ.

სტატიაში გთავაზობთ 20 უცნაურ იაპონურ გამოგონებას.


1. ტრენერი სახისთვის

ეს ნივთი პირისახის კუნთების გასავარჯიშებლად არის გამოგონებული.


image


2. დოქი ყვირილისთვის

გამოგონება მათთვისაა, ვისაც თხელი სახლის კედლები და გაუწონასწორებელი ხასიათი აქვს. ასეთი დოქი კარგი საშუალებაა თქვენი ბრაზის გამოსახატავად, მასში არ ისმის ყველაზე ხმამაღალი ყვირილიც კი.

image


3. თითების დამჭიმავი

ეს შეიძლება უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ნამდვილად ასვენებს ტერფებს და სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.

image


5. კრევეტის ფორმა

ისე, მაინც, თუ გაინტერესებდათ, კრევეტად ყოფნა როგორია, მაშინ ეს ფორმა თქვენთვისაა!

image


6. კატის ულვაშების შესანახი ყუთი

ან, თუ რაღაც მიზეზის გამო, კატის ულვაშების შეგროვება გადაწყვიტეთ, მაშინ ეს გამოგონებაც გამოგადგებათ.

image


7. ხელოვნური საჭმლის აბადოკი

ახლა უკვე თქვენი საყვარელი საჭმლის თავზე დამაგრებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით ლამაზია შემწვარი კვერცხი ბეკონთან ერთად.

image


8. თოჯინა-ტოლფეხიანი

თუ რატომღაც ტოლფეხიანებით ხართ გატაცებული, მაშინ ეს რეალისტური სათამაშო თქვენთვისაა!

image


9. საწვიმარი წიგნისთვის

თუ წიგნის მოყვარული ხართ, ალბათ, აბაზანაში წოლის დროსაც მოგნდომებიათ წიგნის წაკითხვა. ახლა უკვე ეს შესაძლებელია. წყალგაუმტარი წიგნის საწვიმარი საშუალებას გაძლევთ, სველი ხელით გადაფურცლოთ ის.

image


10. თავის დამჭერი

მკლავის ფორმის თავის დამჭერი გამოგონებულია იმისთვის, რომ კისრის ტკივილი აიცილოთ. ის ასევე გიცავთ თავის მოუხერხებლად გადმოვარდნისგან, იმ შემთხვევაში, თუ უცებ ჩაგეძინათ.

image


11. კიტრისთვის ფორმის მიმცემი ხელსაწყო

თუ მოგბეზრდათ ერთი და იგივე ფორმის კიტრის ჭამა, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოზე მოცემული ვარსკვლავის ან გულის ფორმის ხელსაწყო და ასე დარგოთ კიტრი თქვენს ბაღში.

image


12. წყალგაუმტარი სმარტფონის დამჭერი

ეს გამოგონება საშუალებას გაძლევთ, აბაზანის მიღების დროს სმარტფონიც გამოიყენოთ.

image


13. ჯინსი კატის კუდით

თუ მოგწონთ, როცა კატა სულ თან დაგყვებათ, მაშინ ეს ჯინსი უნდა ჩაიცვათ და თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველს ყოველთვის მოუნდება თქვენთან თამაში.

image


14. მაისური კუნთებით

საჭირო აღარ არის სტერეოდების მიღება ან სპორტულ დარბაზში ყოფნა 24 საათის განმავლობაში. ამ მაისურის წყალობით, ყოველთვის შეგეძლებათ, ბოდიბილდერივით გამოიყურებოდეთ.

image


15. სათვალე თვალის წვეთებისთვის

ასეთი სათვალე გამოიგონეს იმისთვის, რომ აღარ გაგიჭირდეთ თვალის წვეთების სწორად ჩასხმა თვალებში საკუთარი ხელით.

image


16. ცხვირის "გამსწორებელი"

თუ გსურთ, რომ ცხვირს ფორმა პლასტიკური ქირურგიის გარეშე მისცეთ, მაშინ ეს ნივთი თქვენთვისაა! მისი გამომგონებლები ამბობენ, რომ თუ მას რამდენიმე წუთით ყოველდღე გამოიყენებთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

image



გამოგონებები, ერთი შეხედვით, მართლაც სახალისოა, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც მსგავსი ხელსაწყოები ნამდვილად საჭიროა. ისინი სიამოვნებით იყენებენ ამ ნივთებს.


შეამჩნიეთ, რა იყო გამოტოვებული სტატიაში?


თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სტატიაში გამოტოვებულია ციფრი 4.

ეს შემთხვევითი არ არის,

იაპონიაში ეს ციფრი უიღბლობასთან არის დაკავშირებული.



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 9 საოცარი გამოგონება, რომელიც აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას

image


2. 10 ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

image

0
1331
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0