x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
რატომ დაადანაშაულეს ნოდარ დუმბაძე მკვლელობაში და რას ნიშნავდა მისი დახატული ხარი
image


"დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი." - ნოდარ დუმბაძე


„ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“ - გურამ ასათიანი.


image



ყველა თაობის საყვარელი მწერალი 1928 წელს თბილისში დაიბადა. რვა წლისას მამა დაუხვრიტეს, დედა კი გადაუსახლეს. ამის შემდეგ მარტო დარჩენილ ბიჭს ჯერ დეიდები ზრდიდნენ აფხაზეთში, შემდეგ კი ბებია და ბაბუა - ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.


სკოლის დასრულების შემდეგ ნოდარ დუმბაძემ სწავლა უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ამ დროს მას უკვე იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ მწერალს.


უნივერსიტეტის კლუბში გამართულ ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე შეხვდა 22 წლის მწერალი თავის მომავალ მეუღლეს - ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს, 18 წლის ნანული გუგუნავას.

თავიდან ნოდარს ნანულის მეგობარი მოეწონა და მას ხვდებოდა, თუმცა შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ნანულისა და ნოდარის მეგობრობა კი გაგრძელდა.


image


"სულ ერთად ვიყავით, ლექცია რომ მიმთავრდებოდა, კართან იდგა და მელოდებოდა, რომ გავეცილებინე, სულელები ხომ არ ვიყავით, ვგრძნობდი რომ ვუყვარდი და ისიც გრძნობდა რომ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულზე ლაპარაკს ვერ ვბედავდით… ასე გავიდა ნახევარი წელიწადი…


მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავრადა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო… ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე, ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი. მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ მეკითხება – „ნანული შენ მე არ გიყვარვარ?“… იმის მაგიერ რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ… მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი მეთქი… შენ თუ ამდენი ხანი ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ შენი საშველი არ ყოფილაო. ეს იყო და ეს…." - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ნანული გუგუნავა-დუმბაძე.


image


ნანულის მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, წყვილი მალე დაქორწინდა. თუმცა წინ ტრაგიზმითა და გამოცდებით სავსე გზა ელოდათ...


1953 წლის აპრილში, 25 წლის ნოდარ დუმბაძე მეგობრებთან ერთად რესტორანში ზემელზე მდებარე რესტორანში იყო, როცა მეზობელ მაგიდაზე ჩხუბი მოხდა. მოჩხუბრები სხვა მაგიდებზეც გადავიდნენ. ნოდარის მეგობარმა, როსტომმა მოჩხუბრებიდან ერთ-ერთს გაარტყა. თავად ნოდარს კი ვიღაც დაჭრილი გადაემხო და სისხლით მოსვარა. სწორედ პიჯაკზე სისხლის აღმოჩენის გამო მიიჩნია ადგილზე მისულმა პოლიციამ ნოდარი მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად და დახვრეტის მუხლი მიუყენა.


მწერალმა 6 თვე ციხეში გაატარა, შემდეგ კი, მოსკოვიდან ჩამოსულმა საკავშირო პროკურატურის წარმომადგენელმა, გოლსკიმ გაამართლა და გამოუშვეს.


სწორედ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწერა "თეთრი ბაირაღები"...


image


თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რა განსაცდელსაც ბედი ნოდარ დუმბაძესა და მის მეუღლეს უმზადებდა... მათ 5 წლის ვაჟს, ზაზას წითელა შეეყარა, მაგრამ ექიმებმა შეცდომით მუცლის ტიფის დიაგნოზი დაუსვეს და მცდარი მკურნალობის გამო ბავშვი დაიღუპა.


imageნოდარ დუმბაძის ვაჟი, ზაზა.


"ხშირად ნოდარი წამოწვებოდა დივანზე, მე სავარძელში ვიჯექი და სადღაც გადიოდა… აღარ იყო აქ… ისევე როგორც მე არ ვიყავი აქ, ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით, ორივეს ცრემლი გვდიოდა. მე ვიცოდი, რომ ის ამ წუთში ზაზაზე ფიქრობდა; იმან იცოდა, რომ მე ამ წუთში ზაზა მედგა თვალწინ. საშინელი ტრაგედია იყო…“ - იხსენებდა მწერლის მეუღლე.


imageნოდარ დუმბაძე მეუღლესთან ერთად


ყოველივე ამან მწერლის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია და 41 წლის ასაკში პირველი ინფარქტის გადატანის შემდეგ, მეგობარმა, ნოდარ მალაზონიამ თერაპიისთვის ხატვის დაწყება ურჩია და საღებავებიც მიუტანა.


"მამამაც ხატვა დაიწყო, პირველად ხარი დახატა და თქვა ეს ჩემი ავტოპორტრეტიაო. ქვემოთ მიაწერა - ნ. დ..." - იხსენებს მწერლის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე.


image


რამდენიმე წელიწადში ინფარქტი განმეორდა. მესამე ინფარქტი კი, 1984 წლის სექტემბერში, საბედისწერო გამოდგა, რასაც 56 წლის მწერლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ნოდარ დუმბაძე თავიდან მის მიერვე დაარსებულ ქალაქ "მზიურში" დაკრძალეს, შემდეგ კი მთაწმინდაზე გადაასვენეს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არ იცინოდა რეალურ ცხოვრებაში მიკრტჩიანი - პოპულარული მსახიობის ტრაგიკული ბედი

image


2. რატომ დაერქვა აგენტ 007-ს ჯეიმს ბონდი - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. განცხადება პაემნის რუბრიკაში

image


4. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში

image


5. რომელი ქართველია გამოსახული სალვადორ დალის ნახატზე - უცნობი პორტრეტის ისტორია

image


6. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს

image


7. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარული

image



5
746
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
746
  
2017, 6 ოქტომბერი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი nino bajadze-ის კომენტარზე
2017, 6 ოქტომბერი, 11:53
დეტალები შეიძლება იცით და სხვებმაც იციან,მაგრამ ის რომ შევარდნაძემ მიიღო კანონი, რომელიც უკვე მიღებული იყო ჯერ კიდევ მის პირველ მდივნად დანიშვნამდე,სულ ცოტა სასაცილოდ აჩენს თქვენ კომენტარს!
2017, 5 ოქტომბერი, 21:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი nino bajadze-ის კომენტარზე
2017, 5 ოქტომბერი, 20:16
შევარდნაძე კანონებს არ იღებდა. სანამ დაწერთ ჯერ წყარო მოიძიეთ!
2017, 30 სექტემბერი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5