x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424460
უმდიდრესი ადამიანები. რომლებიც იაფფასიანი ავტომობილებით მოძრაობენ

imageBerkshire Hathaway-ს გენერალური დირექტორი უორენ ბაფეტი ცნობილია იმით, რომ არასდროს ხარჯავს საუზმეში სამ დოლარზე მეტს. ის ცხოვრობს 260 000 დოლარად შეფასებულ სახლში, რომელიც 1958 შეიძინა.
2014 წელს, მან Cadillac XTS-ს 45 000 დოლარად იყიდა. ეს მისი ძველი კადილაკის განახლება იყო, რადგან ბაფეტის ქალიშვილმა მამას უთხრა, რომ Cadillac DTS-ს გადაადგილება სირცხვილი იყო.

imageFacebook-ის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს ხშირად ხედავენ Acura TSX შავ ავტომობილზე, რომელიც დაახლოებით 30 000 დოლარი ღირს. მისი თქმით, მას ეს ფირმა მოსწონს, რადგან ის არის "უსაფრთხო, კომფორტული და არათვალისმომჭრელი".
გარდა ამისა, მას მეორე, იმავე ღირებულების ავტომობილი Volkswagen GTI ჰყავს.

imageWalmart-ის მემკვიდრე და ლილიანა ბატენკურის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მდიდარ ქალს ელის უოლტონს 2006 წლის F-150 King Ranch-ი ჰყავს, რომელიც 40 000 დოლარად შეიძინა.

imageშვედური კომპანია IKEA-ს დამფუძნებელ ინგვარ კამპარდს, არ უყვარს ფულის ხარჯვა იმაში, რაც არ სჭირდება. 40 წლის განმავლობაში ის გადასახადების გამო "გადასახლებაში" იმყოფებოდა და დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაც აცვია, ყველაფერი ბაზრობაზეა ნაყიდი.
მან 1993 წელს Volvo 240 GL იყიდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთი მანქანა ჰყავს. ვოლვო 90-იანებში 22 ათასს დოლარად შეიძინა.

imageLos Angeles Clippers-ის დირექტორი და "მაიკროსოფტის" ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი მთელი ცხოვრებაა მხოლოდ ფორდის მანქანებით გადაადგილდება.
2009 წელს Ford-ის გენერალურმა დირექტორმა, პირადად გადასცა ბალმერს Ford Fusion Hybrid-ი, რომელიც 28 000 დოლარი ღირდა.

image

0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0