x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86259
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
როგორ ვიყიდოთ მანქანა სახლიდან გაუსვლელად - 5 მარტივი ნაბიჯი და სასურველი შედეგი ნაკლებ ფასად

image



მანქანის ყიდვა მარტივი პროცესი ნამდვილად არაა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი მყიდველი ფასის მიმართ მეტად მგრძნობიარეა და ხშირ შემთხვევაში მყიდველზე გადაწყვეტილების მიღებისას მანქანის მონაცემებზე მეტად მისი ფასი ახდენს გავლენას. ქვეყანაში არსებული ფიზიკური ავტობაზრობა დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და მომხმარებელს მათგან სასურველის შერჩევა ხშირად უჭირს. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით ავტომობილი უკვე ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ პოპულარულ პროდუქტად იქცა. ეს ტენდენცია საქართველოშიც მეტად აქტუალურია, თუმცა მანქანის ონლაინ ყიდვისას ელექტრონულ კომერციაში ნაკლებად გათვითცნობიერებულ მომხმარებელს რამდენიმე დაბრკოლება ხვდება. მთავარი გამოწვევა არის მომხმარებლის შიში, რომ არ მოატყუონ, რადგან მას უწევს ისეთ დამატებით რგოლებთან ურთიერთობა, რომლებიც არც ავტომობილის ოფიციალური გამყიდველები არიან და არც სერვისის მიმწოდებლები. ისინი წარმოადგენენ გაურკვეველ შუამავლებს, რომლებიც მომხმარებელს კიდევ დამატებით საკომისიოს ახდევინებენ.


თუმცა ამ შუამავლებთან ურთიერთობის გარეშე, ნაკლები დანახარჯით ავტომობილის შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია. ცოტა ხნის წინ შეიქმნა ავტოპორტალი CARDEAL.GE, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო მომსახურებას. რაც რისკებს მაქსიმალურად ამცირებს და პროცედურას ამარტივებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს მხოლოდ 5 მარტივი ნაბიჯია საჭირო, რომ ავტომობილი სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ.



1. ერთი ფანჯრის პრინციპით ვებგვერდის ოფიციალური მრავალფეროვანი ბაზიდან ავტომობილის არჩევა მარტივად, ქართულ ენაზე.


image

დღეისათვის პორტალზე ატვირთულია: 60 000-ზე მეტი ავტომობილი აშშ-ის სხვადასხვა ტერიტორიიდან. უახლოეს პერიოდში კი ბაზის 2 000 000-მდე გაზრდა იგეგმება დუბაის, იაპონიისა და ევროპის ქვეყნების ბაზრების დამატებით. თითოეული ავტომობილი არის რეალური და ასახავს იმ მომენტისთვის გასაყიდ ფასს.




2. ავტომობილის ისტორიის შემოწმება


image


CARDEAL.GE წარმოადგენს CARFAX-ის ოფიციალურ წარმომადგენელს რეგიონში. CARFAX კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტომობილების ისტორიის ბაზაა და მომხმარებელს საშუალება აქვს შეამოწმოს ოფიციალური ბაზიდან ავტომობილის სრულყოფილი ინფორმაცია. გაარკვევთ, რა დაზიანებები აქვს ან ჰქონდა წარსულში, რამდენი მფლობელი ჰყავდა, დაადგენთ ზუსტ გარბენს და ა.შ. აღნიშნულით მნიშვნელოვნად შეამცირებთ რისკებს იმისას, რომ ავტომობილი იმაზე ცუდ მდგომარეობაში ჩამოვა, ვიდრე ელოდით.



  • ლიცენზირებული ამერიკელი ინსპექტორის მომსახურება

image


ქართველი მომხმარებელი ფასის მიმართ მეტად მგრძნობიარეა და დაბალი ფასის სანაცვლოდ ხშირად რისკავს. ურჩევნია დაზიანებული მანქანა ჩამოიყვანოს და აქ გაარემონტოს უფრო მისაღებ ფასად. ამ შემთხვევაში რისკი რომ შეამციროს, ამავე ერთი ფანჯრისა და მარტივი მოთხოვნით შეუძლია, ამერიკელ პროფესიონალ ინსპექტორს შეამოწმებინოს ავტომობილი. ლიცენზირებული ინსპექტორი ნებისმიერ შტატში 24 საათის განმავლობაში აუქციონის დაწყებამდე შეგიმოწმებთ ავტომობილს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით 50 მაღალი ხარისხის ფოტოსურათითა და 4 დეტალური ვიდეოთი.


  • აუქციონში გამარტივებულად, ქართულ ენაზე მონაწილეობის შესაძლებლობა

image


სწორედ აუქციონში მონაწილეობის პროცესი წარმოადგენს ქართველი მომხმარებლისთვის ყველაზე დიდ სირთულეს. ამიტომ მათი უდიდესი ნაწილი მიმართავს ხოლმე დამატებით შუამავალს, რომელსაც მომსახურებისთვის 200-300 დოლარს უხდის. CARDEAL.GE-ის საშუალებით კი ეს პროცესი თავად შეგიძლიათ მართოთ ქართულ ენაზე. ამ გვერდის საშუალებით თავად განათავსებთ ბიჯს და თვალ-ყურს ადევნებთ აუქციონის პროცესს. მონაწილეობის დროს დეპოზიტზე იყინება ავტომობილის ღირებულების 10%. თუ მოიგებთ, ავანსად გეთვლებათ, თუ არადა - თანხა ანგარიშზე ავტომატურად გიბრუნდებათ, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.




  • ხარისხიანი ტრანსპორტირება და ავტომობილის ნებისმიერ ქალაქში მიღების შესაძლებლობა

image


აუქციონის მოგების შემდეგ, ტრანსპორტირებისთვის სხვა კომპანიის ძებნა აღარ მოგიწევთ. CARDEAL.GE-ში ინტეგრირებულია სატრანსპორტო მომსახურებაც მაქსიმალური ხარისხითა და ოპტიმალური ფასით. ანუ თქვენ დამატებითი ინტერაქცია არავისთან გიწევთ და ავტომობილის ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ ერთი დაწკაპუნებით იწყებთ ტრანსპორტირების პროცესს. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამოცდილი კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია მომსახურების ხარისხზე და რისკებზე მანქანის დაზიანების შემთხვევაში.

ავტომობილის კონტეინერში განთავსებამდე, თქვენ მიიღებთ დეტალურ სურათებს და შემდგომ მთელი გზის მანძილზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პროცესს. ამავე ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ მისი თბილისში ჩამოყვანაც შეუკვეთოთ და ასე მიიღოთ სასურველი ავტომობილი საუკეთესო პირობებით სახლიდან გაუსვლელად. რაც მთავარია, ყველა ხარჯი წინასწარ იცით, თავად აკონტროლებთ პროცესს და დამატებით ფულსაც არავის უხდით.


cardeal.ge ავტომობილის გაყიდვებისა და აუქციონების ყველაზე დიდი პორტალი




2
154
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
154
  
27 იანვარი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

24 იანვარი, 14:37
მე მაინც ევროპიდან ვურჩევდი ქართველ მყიდველს მანქანის ჩამოყვანას.
მიზეზი:
1. ამერიკული მანქანების უდიდესი ნაწილი დიდი გარბენითაა.
2. მანქანებს არ უყენია ანტიკოროზიული დეტექტორები.
3.მანქანების უდიდესი ნაწილი მოუვლელია, ვგულისხმობ სალონს და საბარგულს.
4. მანქანების ძრავები იმდენად ბევრ საწვავს მოიხმარს, რომ მისი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება.
5. სათადარიგო ნაწილები ბევრად დეფიციტურია ვიდრე ევროპული მანქანების ნაწილები და ფასიც ბევრად მაღალია.
0 1 2