x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ბავშვთა ჯანდაცვა ყრუ და სმენადაქვეითებულთა 203-ე საჯარო სკოლაში

თბილისის 203-ე საჯარო სკოლა ცნობილია, როგორც ყრუ და სმენადექვეითებულთა პანსიონატი. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობ. ზოგიერთი მათაგნი აქვე ცხოვრობს და მხოლოდ არდადეგებზე მიდის სახლში. მათი განვითარებისათვის აუცილებელია ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილება. მათ ჰყავთ ექიმი და აქვთ მედპუნქტი, სადაც ხდება ბავშვების მიღება და სამედიცინო შემოწმება. ექიმები თვალყურს ადევნებენ ბავშვების სრულ გამოკვლევას წელიწადში ორჯერ.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სურვილის მიხედვით დაზღვევის მიღება შეუძლია სკოლის ყველა მოსწავლეს. ისინი სარგებლობენ „ალფას“ პროგრამით. ეს პაკეტი მოიცავს სხვადასხვა შეღავათებს, ექიმთან კონსულტაციისას, გადაუდებელი სტაციუნარული მკურნალობის ან ოპერაციის დროს და სხვა. მომსახურების ამ პაკეტში არ შედის სტომატოლოგითან ვიზიტი. 203-ე სკოლის ბავშვებს ამ დაზღვევის გამოყენება მაშინაც შეუძლიათ, როცა

ისინი არდადეგებზე არიან. პოლისის განახლება ყოველწელს ხდება და მას სახელმწიფო აფინანსებს.

ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა-პანსიონატში აქვთ მედ-ცენტრი, სადაც ავადმყოფობის შემთხვევაში შეიძლება 8 ბავშვი მოთავსდეს, თუმცა როგორც სკოლის ექიმი, ქალბატონი რუსუდან ქველიძე ამბობს – მათ ასეთი შემთხვევა არ ქონიათ: „ერთდროულად 6 ბავშვი ავად მხოლოდ გასულ ზამთარს გვყავდა.“ მასთან ბავშვები ხშირად მოდიან და დახმარებას თხოვენ, ყურადღებით ელოდებიან ექმის დანიშნულებას და ისე არც ერთი მათგანი არ გავა კაბინეტიდან თუ ექიმის ჟურნალში არ ჩაიხედავს. ქალბატონი რუსიკო ამბობს: „მენდობიან, მაგრამ მაინც ამოწმებენ. ყველა უმნიშვნელო დელაზეც კი მოდიან, მაგალითად თუ ხელი მიარტყა კედელს, მოვა და დახმარებას მთხოვს. რომც არაფერი არ ჭირდეთ მაინც მოდიან. მე რომ უბრალოდ ხელზე საცხი წავუსვა, ამითაც კმაყოფილები არიან და თავს დაცულად გრძნობენ. ფსიქოლოგიური მომეტია. ჩვენს სკოლაში ყველას აწუხებს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ძირითადად ტრავმით გამოწვეულია. ზოგს მსუბუქ ფორმებში აქვს, ზოგს ფსიქოლოგი სჭირდება. ვისთვისაც აუცილებელია მასთან

ინდივიდუალურად ხდება მუშაობა. გვყავს ფსიქიკურად დაავადებული ბავში, მას პერიოდულად ასათიანის კლინიკაში ვგზავნით, რათა რეაბილიტაციის კურსი გაიაროს, მერე ისევ უბრუნდება სკოლას. სხვებთან ურთიერთობაში რთულები არიან, თუ შეგამჩნიეს რომ გულით ხარ მიგიღებენ და თუ არა ამოთვალწუნება იციან. ერთმანეთის მიმართაც აქვთ ეგოისტური ქცევები, ჩხუბი კალმისტარის გამო, ასეთ სიტუაციებს მასწავლებლები აგვარებენ და ფსიქოლოგის ჩარევა არ არის საჭირო.“

ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლის ექიმი რუსიკო ქველიძე

ბავშვები მასწავლებლებთან და ექიმებთან ათვისებული ბგერებით და ჟესტებით საუბრობენ. თავდაპირველად აქ აკრძალული იყო ჟესტების ენა, რათა ბავშვებს საუბარი დაეწყოთ. ამისთვის მათ ხელებსაც კი უკრავდნენ. ახლა კი პირიქით სავალდებულოა, რომ ჟესტების ენა მასწავლებლებმაც ისწავლონ და ექიმებმაც, სწორედ ამიტომ ქალბატონი რუსუდანი ახლა იწყებს მის სრულყოფილ შესწავლას.ის ორი წელია აქ მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ისეთი ჟესტები იცოდა აქამდე, რაც თავად ჭირდებოდა. ამბობს რომ რთული არ არის ამ ენის სწავლა და მომავალი სემესტრიდან უკვე ჩვეულებრივად ისაუბრებს.

სკოლაში სხვადასხვა ასაკის ბავშვები სწავლობენ, 5 წლიდან 21 წალამდე. კლასში შესვლა დამოკიდებულია მათი განვითრების დონეზე. მაგალითად 19 წლის ბიჭი დედამ პირველ კლასში მოიყვანა. ქალბათონი რუსუკი აღნიშნავს:„ჯობია თვაის დროზე მოიყვანოს, ვიდრე დაგვიანებით. გვყავს ისეთი ბავშვიც, რომელიც დედამ მოიყვანა და დატოვა, ახლა კი საერთოდ აღარ აკითხავს, მხოლოდ პოლიციის ძალით მოვიყვანეთ ერთხელ. ბავშვი სულაც არ იქნებოდა სმენადაქვეითებილი დედას უყურადღებობა რომ არ გამოეჩინა. ის ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ავადმყოფობის დროს ანტიბიოტიკების მიღებამ ამ შედეგამდე მიიყვანა. აქ მყოფ ზოგიერთ ბავშვს უმაგრებენ ბგერებს, რათა შეძლონ მეტყველება. სმენადაქვეითებულებს ყურსასმენ აპარათს უკეთებენ. გვყავდა ერთი ბიჭი, რომელიც ახლა ფისკულტურის მასწავლებია. მას არც ესმოდა და ვერც ლაპარაკობდა, თუმცა მუშაობის შედეგად ამდენი წლის შემდეგ ის გასაგებად საუბრობს და ტუჩების მოძრაობის მიხევით ხვდება ყველაფერს რასაც ეუბნები. ამ ყველაფერს მხოლოდ სკოლა ვერ მოახერხებს, აუციელებელია, რომ მშობლებიც აქტიურად იყონ ჩართულნი ამ პროცესში. ზოგიერთი მათგანი მთელ დრეს ჩვენთან არატებს მშობლების მოსაცდელ ოთახში.“

სკოლის მედ-პუნქტში აქვთ პირველადი დახმარების წამლები, ასევე ინგალაციის აპარატი, ამ ყველაფრის შეძენაზე სკოლის ბიუჯეტი ზრუნვას. ამ თანხას მათთვის სახელმწიფო გამოჰყობს, ასევე ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებიან იღებენ დახმარებას. ქალბატონი რუსიკო ამბობს: „ჩვენს ცენტრში გვაქვს ყველაფერი, რითაც შევძლებთ რომ პირველადი დახმარება გავუწიოთ ბავშვს. გართულების შემთხვევაში ვიძახებთ სასწრაფოს და უკიდურეს შემტხვევაში გადაგვყავს საავადმყოფოში. პირველადი დახმარებისხარჯებს სკოლა ანაზღაურებს, წამლებსაც ჩვენი ხარჯით ვყიდულობ. გართულების შემთხვევაში წამლებისა და საავადმყოფოს ფულს მშობლები იხდიან, ასევე ქრონიკულად დაავადებულთათვის მედიკამენტები მშობლებს მოაქვთ. თუ ბავშვი მზრუნველობა მოკლედბულია მისი მკურნალობის ხარჯებს რა თქმა უნდა ჩვენ ვიხდით. რაც შეეხება მედ-ცენტრის განახლებას, აუციელბლად შევმატებდი კიდევ ერთ ინგალაციის აპარატს, შაქრის საზომს დიაბეტიანებისათვის და ერთ კომპიუტერს.“

2
231
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ახვლედიანი
თათია ახვლედიანი
231
  
გამარჯობატ სად უნდა ვისწავლო ჟესტებით საუბარი ?
2012, 10 დეკემბერი, 1:11
გამარჯობატ იცი რა მაინტრერესებს სად უნდა ვისწავლო ჟესტებით საუბარი ანუ მუნჯური??
0 1 2