x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ ზრუნავს პროფესორი პატარაზე,სანამ მისი დედიკო ლექციას ისმენს?
მარტოხელა დედობა რთულია, ორმაგად რთულია, თუ მარტოხელა დედობასთან ერთად სტუდენტიც ხარ. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც ასეთ დედებს ცხოვრებას უმსუბუქებენ. ეს სტატიაც ერთ ასეთ ადამიანს ეძღვნება.

image


ეშტონ რობინსონი-ტეხასელი სტუდენტი და მარტოხელა დედაა. ფეისბუქის პირად გვერდზე მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მის პროფესორ ჰენრი მუსომს ეშტონის პატარა ვაჟი უჭირავს და ისე უძღვება ლექციას.

“დღეს პროფესორს შეტყობინება გავუგზავნე, რომელშიც ვწერდი, რომ ძიძა მოსვლას ვერ ახერხებდა და მეცადინეობის გაცდენა მომიწევდა. მან გადმომირეკა და მითხრა, რომ ბავშვთან ერთად მივსულიყავი"-დაწერა პოსტში ეშტონმა.



საოცარია, მაგრამ ბავშვი კარგად იქცეოდა, ასე რომ პროფესორს შესაძლებლობა ჰქონდა აუდიტორიისთვის ლექციაც ჩაეტარებინა და ეხუმრა კიდეც. ერთ მომენტში იგი ბიჭუნას მიუბრუნდა, აუდიტორიაზე მიუთითა და უთხრა: “ნახე, სახელმძღვანელოებიც კი არ გადაუშლიათ."


“როდისმე მოვუყვები ჩემს შვილს, რომ სწორედ ისეთი ადამიანების წყალობით, როგორიც ჰენრი მუსომია, შევძელი საუკეთესო უნივერსიტეტი დამემთავრებინა"-წერს ეშტონი.

0
20
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0