x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რობერტ შიენი

image

რობერტ შიენი ახალგაზრდა ირლანდიელი მსახიობია. 24 წლის რობერტმა უკვე რამოდენიმე ფილმსა და ტელე სერიალში მოასწრო მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას აბეზარი მოზარდის, ნეიტანის როლმა მოუტანა, რომელიც სერიალ ''Misfits''-ში შეასრულა.ბრიტანული სერიალი, რომელმაც უკვე სამი სეზონი გამოუშვა დიდი პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში, თუმცა რობერტი გარკვეული მიზეზების გამო წამოვიდა და მესამე სეზონში აღარ მიუღია მონაწილეობა. სამაგიეროდ იგი ახალი ფილმებისთვის მუშაობს. 2011 წელს მან 3 ფილმში მიიღო მონაწილეობა, 2012 კი ჯერჯერობით ორ ფილმზე მუშაობს.

სხვათაშორის მსახიობი 2010 წელს ნომინირებული იყო როგორც მომავალი ვარსკვლავი ირლანდიურ ავარდზე, ხოლო 2011 წელს ბრიტანულ ავარდზე - როგორც მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი. ჯერჯერობით რობერტმა ჯილდოები ვერ მოიპოვა, მაგრამ ვიმედოვნებ თუ ასე გააგრძელებს უახლოეს მომავალში გაიმარჯვებს კიდევაც.

imageimage

1
61
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
61
  
0 1 1