x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
10 დღის ჩვილის ფოტო ქარიშხალ ,,ჰარვიზე" გამარჯვების სიმბოლოდ იქცა
როცა მშობლებმა ამ გოგონას ჰოუპი(იმედი) დაარქვეს, არც კი ეჭვობდნენ, რომ რამდენიმე დღეში მათი გოგონა უამრავი ადამიანისთვის გახდებოდა იმედის სიმბოლო.

image


გოგონა სულ 10 დღის იყო, როცა სამაშველო ნავში ჩასვეს ოჯახთან ერთად, რადგან ქარიშხალ “ჰარვის" მიერ გამოწვეული წყალდიდობამ მათ ქალაქსაც მიაღწია. ოჯახს გადარჩენაში ძმები კრის და კლინტ სენფორდები დაეხმარნენ. როცა ოჯახმა სამშვიდობოს გააღწია, კრისის ცოლმა ჰკითხა მათ, გადაუღეს თუ არა პატარას სურათები, მაგრამ ბუნებრივია იმ მძიმე წუთებში თავში არავის მოსვლია აზრად ფოტოგრაფირება. კრისის მეუღლე თავის მეგობარ ფოტოგრაფს დაუკავშირდა და შესთავაზა ამ ოჯახისთვის ფოტოები გადაეღოთ. ჰოუპის მშობლები სიამოვნებით დათანხმდნენ ფოტოსესიაზე.მათი ფოტოები მალე სოც.ქსელებში გავრცელდა და პატარა ჰოუპის ფოტო იმედის და ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ იქცა სხვა ადამიანებისთვის.

image



“ეს ტრიუმფის ისტორიაა, იმედის ნაპერწკალია"-ამბობს ფოტოგრაფი ნოელ მილსი.


ქარიშხალი “ჰარვი" 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდა. დაიღუპა 30, დაზარალდა ასეულ ათასობით ადამიანი.



0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0