x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424461
12 ხრიკი,რომელსაც გამოცდილი მძღოლები იყენებენ

გამოცდილმა მძღოლებმა კარგად იციან, რომ ავტომობილის მართვას უამრავი წვრილმანი პრობლემაც თან ახლავს. იმისთვის, რომ საქმე გაგიმარტივოთ და ხლაფორთი არ მოგიხდეთ, გთავაზობთ 12 პრაქტიკულ რჩევას გამოცდილი მძღოლებისგან.


1. ფრჩხილის ლაქი ნაკაწრისთვის

პატარა ნაკაწრისთვის უბრალოდ შესაფერისი ფერის ფრჩხილის ლაქის შერჩევა დაგჭირდებათ. წაუსვით დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად, გაშრობის შემდეგ კი პოლიროლით გააპრიალეთ.

image


2.უფერო ლაქი ბზარისთვის

თუ მინაზე ბზარი გაჩნდა, დროთა განმავლობაში გაიზრდება და მეტ პრობლემას შეგიქმნით. ეს რომ არ მოხდეს, ბზარის გაჩენისთანავე წაუსვით ფრჩხილის უფერო ლაქი დაზიანებულ ადგილს 2-3 ფენად.

image


3.შემოატრიალეთ საჭე

თუ მანქანის დიდი ხნით დატოვება გიწევთ, მზეზე გახურებულმა საჭემ შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ, ამის თავიდან ასაცილებლად შემოატრიალეთ საჭე 360°-ით.

image


4.დაიცავით თავი მზისგან

ამ ხერხს ხშირად მიმართავენ პილოტები.მზემ რომ თვალი არ მოგჭრათ, აიღეთ აკრილის ფურცელი და მიაკარით მინას.აკრილი შესანიშნავად იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და სტატიკური ელექტროობის წყალობით მინაზეც კარგად ჩერდება.

image


5.დაფნის ფოთოლი ხანგრძლივად მგზავრობისთვის

თუ მგზავრობას ცუდად იტანთ, წინ კი დიდი გზა გელით, წაიღეთ თან დაფნის ფოთოლი. დისკომფორტის და გულისრევის გრძნობის შემთხვევაში ფოთოლი ენის ქვეშ გაიჩერეთ. დაფნა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თქვენს კუჭსა და ნერვებზე დამამშვიდებლად იმოქმედებს.

image


6.საიმედო სამაგრი სათვალისთვის

მათთვის, ვინც არ იცის, რა მოუხერხოს სათვალეს მანქანაში. თქვენ უბრალო სარეცხის სამაგრი დაგჭირდებათ, რომელზეც თქვენი სათვალე უსაფრთხოდ იქნება და თქვენც ყოველთვის გეცოდინებათ, სად მოძებნოთ ის.

image


7. ლიმონი სიფხიზლის შესანარჩუნებლად

ზოგიერთი ციტრუსი ჩვენს ორგანიზმზე ჭიქა ყავის მსგავსად მოქმედებს.თუ თვლემა მოგერევათ პირში ლიმონის პატარა ნაჭერი ჩაიდეთ. თუმცა, დაბეჯითებით გირჩევთ საჭესთან გამოუძინებელი არ დაჯდეთ!

image


8.გაუმჯობესებული სადგამი

სადგამის ძირში სილიკონის საცხობი ფორმა მოათავსეთ. ასე თქვენი ავტომობილი სისუფთავესცშეინარჩუნებს.

image


9.გამოიყენეთ ბურთი პარკირებისთვის

ეს ხრიკი ახალბედა მძღოლებს გამოადგებათ, ჩამოკიდეთ ბურთი და პარკირებისას გამოიყენეთ, როგორც ორიენტირი.

image


10.შეამოწმეთ ზეთის ხარისხი

image

გაახურეთ ძრავა 5-10 წთ-ით და გამორთეთ. ამოიღეთ ზეთი და დააწვეთეთ ქაღალდზე. ფურცელი მოათავსეთ თბილ ადგილას და გააჩერეთ 2სთ. შედეგი:

image


ა)თუ ქაღალდი ლაქის კიდეებთან სწორია და ლაქა ერთგვაროვანია ე.ი. წყალი არ ურევია და კარგი ხარისხისაა.

ბ)თუ ლაქის ცენტრი მუქია, ზეთი დაბინძურებულია და უნდა გამოცვალოთ.

გ)თუ ლაქაზე მეტალის ნაწილაკებია ეს ზეთის დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

დ)ღია ან მუქი სარტყელი ლაქის კიდეებზე მიუთითებს, რომ ზეთში გაუხსნელი ნაწილაკებია, რომლებიც ძრავას აზიანებენ და უნდა შეცვალოთ.

image



11.შეამოწმეთ ბენზინის ხარისხი

image

დააწვეთეთ ბენზინი ქაღალდზე.შეუბერეთ და დაელოდეთ სანამ გაშრება.თუ გაშრობის შემდეგ ქაღალდი თეთრია ე.ი. ბენზინი ხარისხიანია. თუ ქაღალდზე ცხიმოვანი ლაქა დარჩა ე.ი. ბენზინში ნავთის მინარევია.

ფისოვან მინარევზე რომ შევამოწმოთ, დააწვეთეთ ბენზინი მინის ან კერამიკის ჭურჭელს და ცეცხლი მოუკიდეთ. თუ ჭურჭელზე მოთეთრო ლაქები დარჩა ე.ი. ფისი ბენზინში არაა, ან უმნიშვნელო რაოდენობითაა. ყვითელი და ყავისფერი წრეები კი პირიქით, ფისის შემცველობაზე მიანიშნებენ.

image

არის თუ არა ბენზინში წყალი

ჩაასხით გამჭვირვალე ქილაში ბენზინი და დაუმატეთ “მარგანცოვკა", შეანჯღრიეთ და დააკვირდით, თუ “მარგანცოვკის" ნაწილაკები გაიხსნებიან და ბენზინიც შეიფერება, ეს მასში წყლის არსებობას ადასტურებს.

image



12.მანქანის მომენტალური განიავება

გამოაღეთ წინა რომელიმე კარი მთლიანად და შემდეგ რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ მისი მოპირდაპირე კარი.

image



0
1014
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1014
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0