x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მაია ასათიანი: "როცა მარტო ვრჩები მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე..."

image
სულ მალე თოქ-შოუ "პროფილი" ახალ მე-20 სეზონს დაიწყებს. მოგეხსენებათ შოუს წამყვანის, 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე, საფრანგეთში, მენინგოკოკცემიის დიაგნოზით, 23 თებერვალს გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მაია ასათიანმა თავისი კარიერა ისევ გააგრძელა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანებმა გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ კი "პროფილის" ფეისბუქ გვერდზე მაია ასათიანის მიმართვა გავრცელდა: "“თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი...რა
შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს.., მოდის, თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი-არავის დავენახები-დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს- რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!
არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს! შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა ვიყო ასეთი! ნუ გიკვირთ -ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან- რა ჭირს მაიას- რატომ იცინის... ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი რა დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს. ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ- გეტყვით-დიახ- როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს . იმ პატარა არსების გარდა ნუცამ რომ დამიტოვა... თვითონაც მგელია და და იცის...არადა მეგონა ცრემლი მარილიანი რომაა- იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს..."image

0
132
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0