x
image
George Chubini
მნიშვნელოვანი გამოცემა ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის

2017 წელი მრავალმხრივ საიუბილეო წელია. ერთის მხრივ ამ წლის 25 მარტს შესრულდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100, ხოლო ამავე წლის 25 დეკემბერს შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. მისი უწმიდესობის მიერ დაარსებულ საერო უმაღლეს სასწავლებელში არაერთი საიუბილეო საღამო შედგა, რომელიც ახალ სასწავლო წელთან ერთად გაგრძელდება. ყოველივე ამას ემატება ის აკადემიური გამოცემა, რომელიც ამ თარიღებს დააგვირგვინებს და სამეცნიერო საზოგადოება იხილავს პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მონოგრაფიას “ასწლოვნი მატიანე". წიგნში თავმოყრილია, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, აგრეთვე XX და XXI საუკუნეში მოღვაწე მღვდელმთავართა ბიოგრაფიები, მათ შორის ჩვენი თანამედროვენი. წიგნში გასწორებულია მანამდე არსებულ გამოცემებში არსებული ხარვეზები და უნდა ითქვას რომ საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში (1917 წლიდან დღემდე) ერთ-ერთი უნიკალური გამოცემაა.


პროფესორი სერგო ვარდოსანიძე: “წიგნში ვრცლად არის წარმოდგენილი უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქების: წმიდა კირიონ მეორის, ლეონიდის, წმიდა ამბროსის, ქრისტეფორეს, წმიდა კალისტრატეს, მელქისედეკ მესამის, ეფრემ მეორის, დავით მეხუთის და ილია მეორის მოღვაწეობა.
წიგნს თან ერთვის 87 ქართველი მღვდელმთავრის მოკლე ბიოგრაფია, ამ წიგნში მკითხველი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას მე- 20-21-ე საუკუნეების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე.
ვიწყებ მუშაობას ახალ წიგნზე "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიები, მღვდელმთავრები, ტაძრები, მონასტრები და სასულიერო დასი".


მოამზადა გიორგი ჩუბინიძემ

imageimage

0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0