სხვა სიახლე ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის - ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები 2017, 22 სექტემბერი, 21:11
ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. ამჯერად გამოიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ეთნოლოგის, პროფესორ როზეტა გუჯეჯიანის ახალი წიგნი - “ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები". წიგნი მნიშვნელოვანი შენაძენია ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოლოგებისთვის.
პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი: “ჩემი სამწლიანი შრომა დასრულებულია - გამოიცა წიგნი „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები“, (ETHNOLOGICAL ASPECTS OF REPRESENTATION OF HISTORY). თბ., 2017, 176 გვერდი. რედაქტორი გახლავთ აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, რეცენზენტები: პროფესორი ჯაბა სამუშია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ხიდაშელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი. მადლობა მათ გულისხმიერი დამოკიდებულებისა და საყურადღებო რჩევებისათვის. სტილის რედაქტორია ეთნოლოგიის დოქტორი ეკა ჭკუასელი. კომპიუტერული უზრუნველყოფა დათო მოსიაშვილისა. გამომცემელი: დავით ჩიხლაძე.
წლის ბოლოსათვის კი გამოიცემა სვანეთთან დაკავშირებული ჩემი ათწლიანი შრომის ამსახველი პირველი ტომი, რომელიც გამოდის მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსის ილარიონის (ქიტიაშვილი) კურთხევით და რედაქტორი გახლავთ პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი".
გიორგი ჩუბინიძე 35 3-ს მოსწონს
|