x
ძალადობის ციკლი

image



ოჯახური ძალადობის გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ არსებობს ძალადობის მბრუნავი ციკლი. ეს ციკლი გაყოფილია 3 ფაზად. თითოეულ მათგანს აქვს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები:


ფაზა 1: მზარდი დაძაბულობა



ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში ძალადობა ნაკლებად არის გამოხატული, ურთიერთობა უსაზღვრო სიყვარულის ხასიათს ატარებს.


ამ პერიოდში პარტნიორებს შორის დაძაბულობა თითქმის არ არსებობს.


ურთიერთობის გაგრძელებასთან ერთად მატულობს აგრესიული ქცევა. ჩვეულებრივ, ეს საგნებთან მიმართებაში გამოიხატება, ვიდრე პარტნიორის მიმართ, მაგალითად, კარის ძლიერი მიჯახუნება, ნივთების სროლა.


ძალადობა გადაინაცვლებს ნივთებიდან ქალზე და შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

ქალი ყველანაირად ცდილობს, თავიდან აიცილოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გულმოდგინედ ასუფთავებს სახლს, ბავშვებს სთხოვს, რომ წყნარად იყვნენ, სახლში უფრო ხშირად რჩება.

სიტყვიერი, ემოციური და/ან ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდება და მწვავდება.

ქალმა შეიძლება თავი იგრძნოს დამნაშავედ და პასუხისმგებლად მიყენებული შეურაცხყოფის გამო.

მამაკაცი ცდილობს, ყველანაირად აკონტროლოს ქალის საქციელი, სად წავა, ვისთან ერთად, რას ჩაიცვამს.

მამაკაცი ცდილობს პარტნიორის იზოლირებას ახლობლებისაგან. ის ეუბნება ქალს, ნამდვილად რომ უყვარდეს, სხვა ადამიანები არ დასჭირდება და რადგან ისინი დაქორწინებულები არიან, მხოლოდ ერთად უნდა იყვნენ.



დაძაბულობის ზრდის ეტაპზე მსხვერპლი…


გრძნობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, არაფერი არ დააკმაყოფილებს მოძალადეს.


გრძნობს, რომ სიტუაცია ძალიან იძაბება.

უძლურია, რომ შეაჩეროს ყოველი მომდევნო ფიზიკური შეურაცხყოფა და/ან მრისხანების აფეთქება.

ბრაზობს, ვინაიდან მოძალადე მას არ ენდობა.

ბრაზობს, რადგან მოძალადე არ ასრულებს დაპირებებს.




დაძაბულობის ზრდის ეტაპზე მოძალადე…..


თავს გრძნობს გარიყულ პიროვნებად.

უარყოფს დანაშაულს, დაბნეულია, არასაიმედოა.

საკუთარ სახლში თავს უძლურად გრძნობს.

სჯერა, რომ პარტნიორმა უკეთესად უნდა აგრძნობინოს თავი, ადანაშაულებს სხვებს იმის გამო, რომ თავს ცუდად გრძნობს.

ეტანება სასმელებს, რათა შეასუსტოს დაძაბულობა.



ფაზა 2: უმწვავესი ძალადობის ფაქტი (აფეთქების ეტაპი)


ამ ფაზაში დაძაბული ურთიერთობები გადადის კონკრეტულ ინციდენტში.

მოძალადე აკეთებს არჩევანს ძალადობის ხერხების შესახებ, მაგალითად, არჩევს ადგილს და დროს ინციდენტისთვის, იცის წინასწარ, რა უნდა უთხრას და/ან სხეულის რომელი ადგილას უნდა დაარტყას და რა უნდა გამოიყენოს ამ შემთხვევაში: მუშტი, გარტყმა, წიხლის დარტყმა და სხვა.

ეს ის ფაზაა, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოები ერთვებიან. ძალადობის შემდეგ სტრესი და დაძაბულობა იხსნება. ამის გამოა, რომ მოძალადე ხშირად წყნარად და განმუხტულ მდგომარეობაში ხვდება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს.



აფეთქების ეტაპზე მოძალადე :

უკონტროლოა.


ადანაშაულებს მსხვერპლს ძალადობის პროვოცირებაში.

სურვილი აქვს გააკონტროლოს, გააკრიტიკოს და დასაჯოს მსხვერპლი.

შეუძლია გამოიყენოს ალკოჰოლი ჭარბი რაოდენობით, რათა შემდეგ გაამართლოს ძალადობა.

ჰგონია, რომ მისი პრობლემები გადაწყვეტილია.


image


ფაზა 3: სიმშვიდის ეტაპი (თაფლობის თვე )



თაფლობის თვეში მსხვერპლი :

სურვილი აქვს, რომ თავი დააღწიოს მოძალადეს.


თავს დამნაშავედ გრძნობს მოძალადის მიტოვების აზრის გამოც კი - სურს, რომ დაუჯეროს დაპირებებს.

დეპრესიაშია, გრძნობს უიმედობას, უმწეობას და უძლურებას.



თაფლობის თვეში მოძალადე :


გრძნობს, რომ გარკვეული პერიოდით შეუძლია თავის გაკონტროლება.

გრძნობს სირცხვილს და დანაშაულს.

შიში აქვს, რომ მას პარტნიორი მიატოვებს.

ამცირებს შეურაცხყოფის მნიშვნელობას.

პირობას იძლევა, რომ ეს არასოდეს განმეორდება.




ეს ფაზა ხასიათდება სიმშვიდის ან სიყვარულის პერიოდით ძალადობის ფაქტის შემდეგ.

ამ ფაზაში მოძალადე პასუხს აგებს თავის საქციელზე, რითაც აძლევს მსხვერპლს გამოსწორების იმედს. ითხოვს პატიებას, იძლევა დაპირებებს, რომ აღარ გაიმეორებს ასეთ საქციელს, იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ასაჩუქრებს მსხვერპლს.

თუ ამ ფაზაში არ მოხდება ჩარევა და ურთიერთობა გრძელდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძალადობა გაგრძელდეს და მისი სიმკაცრე გაიზარდოს.

თუ მოძალადე არ მიიღებს საჭირო ზომებს სტრესთან და სიბრაზესთან საბრძოლველად, ეს ფაზა გაგრძელდება მხოლოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში. დაძაბულობამ შეიძლება კვლავ დაიწყოს პროგრესირება და ციკლი ისევ მეორდება.












3
120
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
120
  
2017, 2 სექტემბერი, 20:06
ანტიფემინური შოვინიზმი და რეპრესიული ეგოიზმია მაგ ძალადობის სახელი.
2017, 2 სექტემბერი, 20:05
ძალადობის 98% მოდის რელიგიებიდან. ჩაგვრის 98% დაფუძნებულია იდეალისტურ რელიგიურ დოგმებზე. დანარჩენი 2% კი მატერიალისტური იდეოლოგიიდან მოდის.
2017, 2 სექტემბერი, 20:04
განსწავლული ხარ აშკარად.
0 1 3