x
image
ნათია ჯიქურაშვილი
შიში, რომელიც გვმართავს

image

ამბობენ შიში უბრალოდ ილუზიაა და არ უნდა მივცეთ მას იმის საშუალება, რომ ჩვენი გონება მოიცვას. შიშს უნდა ვიმონებდეთ და არა შიშს ვემონებოდეთ. ამისთვის დიდი ფსიქოლოგიური სიძლიერეა საჭირო, თუმცა ძალა სუსტმა ადამიანმაც შეიძლება აღმოაჩინოს საკუთარ თავში.

რა არის პანიკური შეტევა? იქნებ გამოგიცდიათ? აუხსნელი, მტანჯველი შიში, როცა გული გიჩქარდება, სუნთქვა გეკვრის, კანკალი გივარდება და გგონია სიკვდილს სულ რამდენიმე წამი გაშორებს. პანიკური აშლილობა ერთი შეხედვით უმიზეზო შიშის სპონტანური, მწვავე შეტევებით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობაა. პანიკა წესისამებრ უმიზეზოდ იჩენს თავს, ამიტომაც შეუძლებელია წინასწარ განვჭვრიტოთ შეტევის მოახლოება. 10 წთ-ის განმავლობაში შეტევა პიკს აღწევს და შეიძლება 1 საათს და მეტხანსაც გაგრძელდეს. უმეტესად დილასა და საღამოს იჩენს ხოლმე თავს პანიკური შეტევა, ზოგჯერ ეს ხალხმრავალ ადგილებშიც ხდება და პიროვნება ცდილობს გაექცეს მსგავს სიტუაციას.

სამკურნალოდ წარმატებით იყენებენ ფსიქოთერაპიას და ფარმაკოთერაპიას. განკურნებისას დიდი როლი აქვს პაციენტის თვითკონტროლს. ასევე ეფექტურია მედიკამენტური თერაპია.

0
27
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0