x
image
ნათია ჯიქურაშვილი
ხელოვნების ნიმუში თუ წყევლა ?

image


როგორ შეიძლება ხელოვნების ნიმუში იყოს წყევლა და შეიძლება თუ არა იგი ატარებდეს უარყოფით ენერგიას. ხელოვნება თავის თავში ხომ სიკეთეს აერთიანებს?!
ეს ფერწერული ტილო, რომელსაც ხედავთ, გახლავთ ჯოვანი ბრაგოლინის “მტირალა ბიჭუნა''. მხატვარს სურდა დაეხატა მტირალა ბიჭი და მენატურედ მიიყვანა მისი შვილი. ბავშვს ტირილი არ შეეძლო, ხოლო მამამისს სურდა ტილო რაც შეიძლება ბუნებრივი გამოსულიყო. თვალებთან ბიჭს ასანთს უნთებდა. ბავშვს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის. ჯოვანისთვის ხელოვნება მეტს ნიშნავდა, ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები. ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბავშვმა უყვირა მამას: “ თავადაც დამწვარხარ''. ორი კვირის თავზე ბიჭუნა პნევმონიისგან გარდაიცვალა, მალე კი საკუთარ სახლში მხატვარი ამოიწვა. სურათი ხანძრის მიუხედავად გადარჩა. ეს მხოლოდ ტილოს პრეისტორია.
ტილომ ბოროტი რეპუტაცია შეიძინა ინგლისში. ჩრდ. ინგლისში ერთი მეორის მიყოლებით ხდებოდა საცხოვრებელი სახლების დაწვა, იყო მსხვერპლიც. იხსენებდნენ, რომ მხოლოდ ეს ტილო გადარჩებოდა ხოლმე დამწვარი სახლებიდან. ხანძარი სწორედ იმ ოთახიდან ჩნდებოდა, სადაც ეს ტილო იყო. ამას სულელურ ფაქტად ჩათვლიდნენ, რომ არა ის შემთხვევა, რომ ნახატის ირგვლივ უკლებლივ ყველაფერი ნადგურდებოდა, ნახატი კი იყო დაუზიანებელი. მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება.
ბევრი თქვენგანი ამას დამთხვევად ჩათვლით, მაგრამ როგორც ცნობილია არსებობს ნახატები, რომლებიც ატარებენ ბოროტ ენერგიებს. არის მოსაზრება, რომ მხატვრები მთელ თავის შინაგან ენერგიას დებენ სათითაო დეტალის დასახატად და ეს უფრო გვაახლოვებს იმის შესაძლებლობასთან, რომ ნახატიც თავისთავად ატარებდეს უარყოფით ენერგიას.
მოგეხსენებათ, მონა ლიზას ტუჩების დახატვას ლეონარდო და ვინჩიმ 10 წელი შეალია. ეს ხომ ნიშნავს, რომ ტილოში მან თავისი სული და გული ჩადო. ასეთივე ენთუზიაზმი ჰქონდა ჯოვანისაც...
საიდან მოდის შთაგონება? პაბლო პიკასოს აქვს ასეთი ცნობილი გამონათქვამი: “ მხატვარი არის ემოციების საცავი, რომლებიც მოდიან ყველა ადგილიდან: ციდან, დედამიწიდან, ქაღალდის ზედაპირიდან, ობობის აბლაბუდიდან... ''. ხელოვნებაა თავად იდუმალება! ატარებენ კი ნახატები ბოროტ ენერგიებს? ვინ იცის...

2
252
11-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
252
  
2017, 24 აგვისტო, 21:29
მადლობ, ნათი. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. ადამიანი რომ არა, ხელოვნებაც არ იარსებებდა და რატომ უნდა ვანაცვალოთ მასვე მისი შემქმნელი- ადამიანი?
2017, 24 აგვისტო, 21:23
საინტერესო იყო, არ ვიცოდი ამ ტილოს შესახებ. ვფიქრობ, არანაირი შედევრი არ ღირს ბავშვის ერთ ცრემლადაც კი...
0 1 2