x
image
George Chubini
აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს დღეს 95 წელი შეუსრულდა

image

28 აგვისტოს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების დღეა. მას დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდა. 2017 წელს ქართული ისტორიოგრაფიის ცოცხალ ლეგენდას არაერთი საიუბილეო ღონისძიება მიუძღვნეს.


მარიამ ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა - „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:George Chubini
George Chubini
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0