x
მეტი
  • 10.07.2020
  • სტატია:101368
  • ვიდეო:346639
  • სურათი:465288
თრომბის 6 სიმპტომი. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ – ამით შეგიძლიათ სიცოცხლე გადაარჩინოთ!
image


სისხლის შედედება – ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ყოველთვის, როდესაც ხელი გეჭრებათ, ხდება სისხლის კოაგულაცია და წარმოქმნილი თრომბი ჭრილობას საიმედოდ "ბეჭდავს" და გიცავთ სისხლის დაკარგვისგან.

თუმცა, სისხლძარღვებში არსებული თრომბები, შესაძლოა ჯანმრთელობის ან სისცოცხლის ფასად დაუჯდეს ადამიანს! ამიტომაც არის აუცილებელი თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და ადეკვატური ზომების მიღება შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.


1. კიდურების შეშუპება


image

შეშუპება შესაძლოა იმის მაუწყებელი იყოს, რომ სისიხლის ნაკადი ძლიერაა შესუსტებული რომელიმე ვენის ბლოკირების გამო – კიდური კი ამ დროს ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის და სივდება.


2 ხელის და ფეხის ტკივილი


თუ თქვენ გტკივათ ხელი ან ფეხი და გრძნობთ, რომ ტკივილის კერა არის ყრუ და ამავდროულად გახურებული, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს თრომბზე.


3. სპეციფიკური სიწითლე კანზე



image

სისხლნაჟღენთები ვითარდება სისხლძარღვზე მექანიკური ზემოქმედებით და სრულიად უსაფრთხოა. რასაც ვერ ვიტყვით კანზე წარმოქმნილ წითელ ხაზებზე, რომელიც ვენებს მიუყვება. თუ მსგავს რამეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ!


4. ტკივილი მკერდის არეში ღრმად ჩასუნთქვის დროს


თუ მწვავე ტკივილს განიცდით ყოველთვის, როდესაც ღრმად ჩასუნთქვას შეეცდებით, მნიშვნელოვანია ამ სიმპტომს ყურადღებით მოეკიდოთ. ეს შესაძლოა ფილტვებში თრომბის არსებობას გაუწყებდეთ. ზოგჯერ მას ინსულტის სიმპტომებში ურევენ, მაგრამ სჯობს ამ ვითარებაში განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინოთ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თრომბმა შესაძლოა ფილტვის ემბოლია გამოიწვიოს, რომელიც როგორც წესი, ლეტალური შედეგით მთავრდება.


5. ქოშინი


კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაჩ გიჭირთ ნორმალურად ამოსუნთქვა – ასევე მეტყველებს ფილტვებში თრომბის არსებობის შესაძლებლობაზე. ჩვეულებრივ, მსგავს სიმპტომს თან ახლავს თავბრუსხვევა, მომატებული არტერიული წნევა და გულმკერდის არეში პულსაციის შეგრძნება.


6. ხველა


image

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხველას სახიფათოდ ვერ მივიჩნევთ. მაგრამ თუ გაციებული არ ხართ, არც ალერგია გაქვთ და საერთოდ არაფერი გჭირთ, ამ შემთხვევაში ხველის შეტევებს ყურადღებით მოეკიდეთ.


აუცილებელია გავაცნობიეროთ თუ რამდენად სერიოზული დაავადებაა თრომბოზი და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ იყავით ყურადღებით – მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში არ გამოიჩინოთ გულგრილობა საკუთარი ან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ – დროულად მიიღეთ ზომები სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად!

ასევე დაგაინტერესებთ:


მოცვი კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


რასთან ერთად არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი. ინფორმაცია, რომელიც თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს!


წამალი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას დაამარცხებს


თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – 5 უნიკალური მეთოდი


ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს


სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები – სიმპტომები და მკურნალობა. 10 პროდუქტი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად


სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი


დიეტოლოგები გვაფრთხილებენ – უარი ვთქვათ იმ პროდუქტებზე, რომელიც კიბოს იწვევს



4
19221
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
19221
  
2018, 4 ნოემბერი, 23:55
Zustad es simptomebi maqvs.
2017, 31 აგვისტო, 13:09
არაჯანსაღი საკვებით კვება, მუდმივი სტრესი, უარყოფითი ემოცია, რაც ჯამშიქოლესტერინის ჭარბ რაოდენობაზე აისახება, შედეგად კი ვიღებთ თრომბის მიერ სასიცოცხლო არტერიის დაცობას. როცა ეს ხდება საძილე არტერიაში, გულის სარქველებში ან თავის ტვინში შედეგი ფატალური დგება სამწუხაროდ.
60 წლის თითქმის 2 მეტრი სიმაღლის ბიძა გარდამეცვალა მესამე წელია მოულოდნელად თრომბით. :((
2017, 31 აგვისტო, 12:29
მადლობა, შეფასებისთვის. ნამდვილად, სამწუხარო რეალობაა :) გუშინ არაჩანდამ დაწერა 26 წლის მსოფლიო ჩემპიონზე კრივში, გოგონაზე, რომელიც ფილტვის არტერიის ემბოლიით გარდაიცვალა :))) საშინლად დამწყდა გული :))))
2017, 31 აგვისტო, 12:01
საინტერესო სტატიაა, თან ყურადსაღებიც, რადგან თრომბოემბოლიით მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე სხვა ბევრად ცნობილი დაავადებებით.
0 1 4