x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ედვარდ მუნკის ,,კივილის'' მიღმა

image


ედვარდ მუნკის “კივილის'' კავშირი ვან გოგის ნამუშევრებთან აშკარაა. ნახატი მარტივი ფიგურებითა და ფორმებითაა, ასევე იგი შესრულებულია ნათელი ფერებით. ორივე მხატვარს თავისი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა ფსიქიკური აშლილობა და შესაძლოა ამიტომაც შეძლეს საქვეყნოდ ცნობილი ნამუშევრების შექმნა. ვნახოთ, რა იმალება “კივილის'' მიღმა.
ვან გოგისგან განსხვავებით მუნკი მოესწრო იმას, თუ როგორ იქცა მისი ქმნილებები საზოგადო განხილვის საგნად.
მისი დღიურიდან ჩანს რომ მუნკს არა მხოლოდ საკუთარ აშლილობასთან უწევდა ბრძოლა, არამედ ოჯახურ პრობლემებთანაც. ნახატებზე დიდი დაკვირვებაც არ არის საჭირო, მიხვდებით, რომ მას ბედნიერი ყოფა არ ჰქონია. ის, რაც მუნკს სხვა მხატვრებისგან განასხვავებს არის ის, რომ იგი ნახატით “კივილი'' გულუბრყვილოდ გვაჩვენებს ალალ, ნამდვილ, მშფოთვარე შინაგან სამყაროს. იმისთვის, რომ “მე'' გარდაექმნა ხელოვნებად, “სილამაზეს'' თუ ხატვის ტექნიკას ნაკლები ყურადღება მიაქცია, რაც ტრადიციული ხელოვნების ძირითადი მიზანი იყო.
შექმნის იდეა მაშინ დაებადა, როცა მაღლობიდან ნორვეგიის ლანდშაფტს უმზერდა. ფაქტია, ბუნება მუნკიმ სხვანაირად აღიქვა.


image





კარგად ჩანს, თუ რას წარმოადგენდა მისთვის ბუნება: “ ჩემ ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი, მზე ჩადიოდა. უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა. შევყოვნდი, ავღელდი და ღობეს მივეყრდენი- დავინახე ლურჯსა და შავ ფერებში ფიორდი და ქალაქი, რომელიც სისხლსა და ცეცხლის ალში გახვეულიყო. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი მღელვარებისგან აცახცახებული ფეხს ვერ ვიცვლიდი. ამ დროს კი შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი''.
თითქოს მუნკი უბრალოდ მშიდ საღამოს აღწერს ნორვეგიაში, თუმცა თუკი ჩაუღრმავდებით, ეს აშკარა კრიზისია, მხატვრის კრიზისი. ნახატს თუ დაუკვირდებით, აშკარად ჩანს ორი მეგობარი, რომლებზეც მუნკი საუბრობს დღიურში. ეს იზოლაციის შეგრძნებას იწვევს- ასე განმარტავს მუნკი. თავის განცდებს საუკეთესო სწორედ ფერების წყალობით გამოხატავს. იგი აქცენტს აკეთებს წითელ ცასა და მოლურჯო-მოშავო ფიორდზე, სადაც შავი თითქოს ჯოჯოხეთის ხვრელს ასახავს, საიდანაც ცეცხლის ენები ამოდის.
მუნკი ჩანაწერებში იყენებს სიტყვას “სისხლს''. ალბათ იმიტომ, რომ სიახლოვეს შეიძლება იყო სასაკლაო. ფაქტია, ამ სიტყვას უნდა ჰქონდეს წარმოშობის მიზეზი.
ვინაა ნახატზე გამოსახული? ერთი ვერსიით ეს ავტოპორტრეტია, ხოლო მეორე ვერსიით მისი და მისი დის კომბინაცია, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. სქესი არ არის გამოკვეთილი და ეს მოსაზრება ამას ეფუძნება.
ჩემი აზრით ეს ავტოპორტრეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სუბიექტური ვარ.
რა არის “კივილის'' მნიშვნელობა? კივილი ხომ ყველაზე მაღალი ხმოვანებაა?! იგი სხვა ხმებზე მაღლა დგას. სასაკლაოს მომაკვდინებელი ცხოველების ხმაურს, ფსიქიატრიული კლინიკიდან მოწვდენილ შემაღონებელ ხმებსა თუ გოდებას გამოხატავს. ამ ყველაფერს კიდევ ემატება ავტორის ტრაგედიაც. ეს ნამდვილადაა “სულის ნახატი''. კივილი- ეს არის საშინელი, ეგზომ საზარელი გამოძახილი არსებებისა, რომლებიც განიცდიან სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

0
1574
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
1574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0