x
image
George Chubini
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარგმანი - ,,პავლე მოციქულის ეპისტოლეები"

ქართული სამეცნიერო საზოგადებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარგმანი გამოიცა. “პავლე მოციქულის ეპისტოლეები" წმინდა თეოდორე ტარსელის დისტანციური სწავლების ცენტრმა ბერძნულიდან ქართულად თარგმნა და გამოსცა. წიგნი თანამედროვე თეოლოგის- იოანე კარავადოპულოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია. თავად ავტორი წლების მანძილზე მუშაობდა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში, რა პერიოდშიც არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, დაამუშავა და გამოსცა. წინამდებარე წიგნში საღვთისმეტყველო კუთხითაა განხილული პავლე მოციქულის ტყვეობისას შექმნილი ეფესელთა, ფილიპელთა, კოლასელთა და ფილიმონის მიმართ გაგზავნილი ეპისტოლეები. თავად წიგნი დაახლოებით 460 გვერდია, ქართულად მისი თარგმნის იდეის ავტორია არქიმანდრიტი დოროთე ბარბაქაძე, ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ, ფინანსური დახმარება გაწია ნანა გოთუამ, ხოლო მისი რედაქტორია ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მიქაელ გალდავა.


თათია მთვარელიძე: “ამ წიგნის თარგმნამ ორი წლის განმავლობაში ჩემგან წაიღო მთელი ჩემი ენერგია, მაგრამ იმდენი რამ მომცა, მათი ჩამოთვლა აქ სრულიად უადგილოა.
ბოლოსდაბოლოს გამოვიდა - პავლე მოციქულის ოთხი ეპისტოლეს სიტყვასიტყვითი განმარტება, რომელიც მოიცავს ამ ეპისტოლეთა შექმნისა და გააზრების მთელ ისტორიას პირველი საუკუნიდან დღემდე, თავად ავტორის - იოანე კარავიდოპულოსის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თვალსაზრისებთან ერთად.
ყველაზე მაგარი ამ წიგნში ის არის, რომ მასში ძალიან თვალსაჩინოდაა წარმოჩენილი, თუ რა არის ქრისტიანობის მთავარი მონაპოვარი - სწრაფვა პროგრესისკენ, თუ რამდენად რევოლუციური მოვლენა იყო ქრისტიანობა იმ ეპოქისთვის, რამდენად პროგრესულია პავლეს მიერ გადმოცემული ქრისტეს სწავლება იმ გადასახადედიდან და ყველაზე მაგარი - რომ ქრისტიანობა მისი წინამორბედი რელიგიური აღქმებისაგან განსხვავებით, სწორედ სიყვარულსა და თანაგანცდას ეფუძნება და არა შიშს.
რა თქმა უნდა, მე თეოლოგი არ ვარ და ალბათ ამიტომაც, ეს წიგნი ჩემთვის საინტერესო სწორედ იმიტომაა, რომ მასში აუცილებლად ამოიკითხავთ - სინამდვილეში როგორი თანამედროვე, პროგრესული და გახსნილია ქრისტეს სწავლება და როგორ ვცდილობთ ჩვენ ადამიანები თავისუფლებაზე მომართული ამ სწავლების ჩარჩოებში მოქცევას.
ხოდა, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წიგნზე იმუშავა. განსაკუთრებით კი მამა დოროთეს, დედა ათანასიას, მამა მიქაელს და სერგო ფარულავას, რომლებმაც ამ მაგარი ამბის მონაწილე გამხადეს".image

0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0