x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
საზარელი მკვლელობა თბილისში

image

code:

საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში, ფონიჭალაში გუშინ, 14 ივნისს. მოკლულია 21 წლის ბიჭი და მძიმედ არის კეფის არეში დაჭრილი მისი შეყვარებული, 17 წლის მოზარდი გოგონა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება. სამართალდამცავებს ადგილზე მისვლისას დახვდათ მხოლოდ ერთი გვამი და ერთი დაჭრილი ადამიანი, იარაღი რომლიდანაც ორივე ტყვია იყო გასროლილი თავად მოკლულს ეკუთვნოდა და პირველი ტყვიაც მას აქვს მოხვედრილი. პოლიცია ამჟამად ორ ვერსიას განიხილავს, ერთი ის რომ მკვლელობა მესამე პირმა მოახდინა, ხოლო მეორე - შეყვარებულებმა ესროლეს ერთმანეთს. დაჭრილი გოგონას გამოჯანმრთელების შემდეგ მოხდება მისი დაკითხვა და სიმართლესაც ფარდა აეხდება. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ შეუძლებელია წყვილს შორის ყოფილიყო რაიმე უთანხმოება, მათ 5 წელი უყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინებას აპირებდნენ. ასევე ამბობენ, რომ მესამე პიროვნება სწერდა წერილებს ინტერნეტის საშუალებით გოგონას და ამის ნიადაგზე ჰქონდა კონფლიქტი მოკლულს მასთან და იარაღიც თავდასაცავად შეიძინა. რა მოხდა სინამდვილეში? ალბათ ისღა დაგვრჩენია გოგონას გამოჯანმრთელებას დაველოდოთ.

0
769
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მატასი
მატასი
769
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0