x
მეტი
  • 22.09.2017
  • სტატია:69509
  • ვიდეო:322093
  • სურათი:423076
ის, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, ნამდვილად შეგაძრწუნებთ

ალბათ ფიქრობთ, რომ წარსულში ადამიანები არ გამოირჩეოდნენ ექსცენტრიულობით და არ მიყვებოდნენ მოდას და ტრადიციებს, თუმცა ის, რასაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, ნამდვილად შეგიცვლით წარმოდგენებს წინაპრებზე.


image


მოემზადეთ, წინ ბევრი სიურპრიზი გელით, რადგან ის, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და სრულიად ნორმალურად მიაჩნდათ, თქვენ ნამდვილად შეგაძრწუნებთ.




1. ცოცხალი მაღვიძარა.image
გაგიკვირდებათ და არსებობდა პროფესია ცოცხალი მაღვიძარა, რომელიც XVIII საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბდა და გაგრძელდა 1920 წლამდე. ადამიანებს ევალებოდათ გრძელი ჯოხებით ან სპილენძის მილიდან ბარდის სროლით ფანჯრებზე, გაეღვიძებინათ სამსახურში წამსვლელი ადამიანები.




2. კაბები ბიჭებისთვის.image
XVI საუკუნის დასაწყისიდან 1920 წლამდე არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმად ბიჭებს 4–8 წლის ასაკში კაბები ეცვათ. მიზეზად კი მაღალი ფინანსები სახელდება. იმ მოტივით, რომ ბევრს არ ჰქონდა საშუალება სეზონურად და ყოველ წელს ვაჟისთვის შარვლები შეეკერა, კაბებს აცმევდნენ, კაბა კი ადვილი და იაფი შესაკერი და შესაძენი იყო, შედეგად ეს ტრადიცია დამკვიდრდა. ფოტოზე მეფე ნიკოლაი II–ის ვაჟი, მეფისწული ალექსეია კაბაში დებთან ერთად.




3. ჩოპინი.imageimage

ჩოპინი, რომელიც ასევე ცნობილია ცოკოლი და პიანელის სახელით, არის ფეხსაცმელი მაღალი ძირით ან ქუსლით. ამ ფეხსაცმლის პლატფორმა 50 სმ–საც აღწევდა, ის კი, ვინც მას ატარებდა, ქირაობდა დამხმარეს, რათა ამ მაღალი მოდის მსხვერპლი არ გამხდარიყო. თუმცა ის არა მარტო მოდის გამო, არამედ იმიტომ გამოიგონეს, რომ გრძელი კაბები ქუჩის ჭუჭყისგან არ დასვროდათ.




4. მკურნალობა სისხლდენით.image
ეს უცნაური მეთოდი მედიცინის დარგში XX საუკუნის დასაწყისიდან გაჩნდა და 2000 წელი გაგრძელდა. სისხლდენით მკურნალობა მრავალი ავადმყოფობის დროს გამოიყენებოდა, შედეგად კი ხშირად პაციენტების სისუსტით ან მდგომარეობის გართულებით სრულდებოდა.




5. წყლის (ბანაობის) შიში.image
გაგიკვირდებათ და შუა საუკუნეებში ადამიანები წყლის შიშმა მოიცვა. მიაჩნდათ, რომ წყალი მრავალ დაავადებას დამართებდა მათ, ხოლო ტილები, რომელიც თითქმის ყველა მათგანს ყავდა, "ღვთის მარგალიტებად" ითვლებოდა. ცნობილი ადამიანებიც კი დაიკვეხნიდნენ ხოლმე იმ ფაქტს, რომ თითქმის არ იბანდნენ. თვით Изабелла Кастильская–მაც კი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ იბანავა, დაბადების შემდეგ და ქორწილის წინ. ერთხელ, როდესაც ერთმა მისმა თაყვანისმცემელმა შენიშნა მისი ბინძური ფრჩხილები ხელზე, მან ყმაწვილს ასეთი პასუხი გასცა: "ოო, თქვენ ჩემი ფეხის ფრჩხილები უნდა ნახოთ".




6. ფოტოები მკვდრებთან.image
XIX საუკუნეში არსებობდა ეს უჩვეულო ტრადიცია, ოჯახის წევრები გარდაცვლილ ახლობელთან იღებდნენ უკანასკნელ ფოტოს სახსოვრად, სადაც გარდაცვლილებს თვალებს უხელდნენ, თითქოს ცოცხალი იყო.




7. ჰეროინი ხველის წინააღმდეგ.image
გასაკვირი არ არის, რომ 100 წლის წინ ჰეროინი ითვლებოდა მორფინის ალტერნატივად და აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც ხველის საწინააღმდეგო საშუალება. ის ასევე რეკომენდებული იყო ბავშვებისთვის. 1924 წელს აიკრძალა, რაც აღმოაჩინეს, რომ მორფინი აზიანებდა ღვიძლს, თუმცა გერმანიაში მისი გაყიდვა 1971 წლამდე მაინც დაიშვებოდა აფთიაქებში.




8. თვითმფრინავში მოწევა დაშვებული იყო.image
50–60 წლის წინ მოწევა არ განიხილებოდა მავნე და საზოგადოებისთვის უსიამოვნო ჩვევად. ხალხი გათამამებული იყო ამ საეჭვო სიამოვნებით თვითმფრინავებშიც კი ფრენის დროს. ამჟამად თვითმფრინავში მოწევა აკრძალულია, თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება ირანში.




9. სანაპიროზე საცურაო ეტლები.imageimage

XVIII–XIX საუკუნეებში ადამიანებს ასე უბრალოდ, როგორც ეს დღეს ხდება, არ შეეძლოთ სანაპიროებზე თუ მდინარეზე საცურაოდ წასვლა. ამისათვის არსებობდა სპეციალური ეტლები, სადაც საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ხალხი იმყოფებოდა და მათ შეაცურებდნენ მდინარის სიღრმისკენ, მოშორებით სხვა ხალხისგან. ქალების ეტლები კი მამაკაცების ეტლებისგან იზოლირებულად იდგმებოდა.




10. ქვები საპირფარეშოს ქაღალდის ნაცვლად.image
საპირფარეშოს ქაღალდის გამოგონებამდე ხალხს რისი გამოყენება აღარ უწევდა– ფოთლები, სიმინდის ფუჩეჩი, ქსოვილი, ქოქოსის კაკალი, ჯოხი, წყალი, თუმცა გაგაოგნებთ წინაპრების მიერ ქვების გამოყენება. ძველ საბერძნეთში მხოლოდ ქვები, კენჭები და გატეხილი ჭურჭელი გამოიყენებოდა, მაგრამ ერთჯერადათ თუ მრავალჯერადათ, წყაროში უცნობია.




7
2154
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2154
  
15 სექტემბერი, 19:44
გაიხარე
15 სექტემბერი, 19:30
ხატი :-* შენ ხარ კეთილი, საყვარელი და პოზიტიური :*
15 სექტემბერი, 15:15
რა საყვარელი ხარ მაკა
20 აგვისტო, 23:55
იმის გათვალისწინებით, რომ ადამი და ევასგან მოვდივართ, მაშინ ყველანი ჩვენი "წინაპრები" არიან. წინაპარი მაინცდამაინც პაპა–ბებიას უნდა ეწოდოს?! და ჩვენი წინაპარი სიმინდის ფუჩეჩს, ფოთლებს და ქსოვილებს არ იყნებედა ერთი ადგილის ამოსაწმენადად, მარტო ბერძნები და ფრანგები რომ წაკითხეთ? გარდაცვლილებთან ფოტოს გადაღება ვიქტორიანულ ეპოქაში მსოფლიოში მძვინვარებდა, რომ არ გადაშენებულიყო, ალბათ დღესაც ასე იქნებოდა და ბუნებრივია ჩვენთანაც. სისხლდენით მკურნალობა კი მსოფლიო მედიცინის დარგში იყო, ასევე როგორ ტრეპანაცია. გავაგრძელო თუ კმარა? ამიტომ სანამ კომენტარს დაწერთ, ჯერ ათამდე დათვალეთ ხოლმე. :))
20 აგვისტო, 23:15
და ამათგან რომლები არიან ჩვენი წინაპრები : ბრიტანელები, ბერძნები, ფრანგები, თუ საერთოდ ევროპელები??? სათაურს რომ შეარჩევთ, ეგრევე ნუ დააწერთ, ჯერ ათამდე დათვალეთ ხოლმე. :))
16 აგვისტო, 9:25
აქ ჩამოთვლილ სიბინძურეებს ქართველი ერის წინაპრები და შვილები არ აკეთებდნენ,თვითმფრინავში სიგარეტის მოწევა შეგეძლო შემოსასვლელთან 60-70-ში,როდესაც წავედი მოსკოვში პირველად 70-ში ფეხბურთის თასის ფინალზე დასასწრებად თბილისის"დინამ"-მოსკოვის"დინამო", არავინ გვიშლიდა მოწევას.
0 1 7