x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ტრანსაქციული ანალიზი

image
ტრანსაქციული ანალიზი განავითარა კანადელმა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერიკ ბერნმა(1910-1970). ეს მეთოდი გულისხმობს ინდივიდთა ურთიერთობებისა და მათ შორის არსებული ინტერაქციების შესწავლას. ბერნი თვლიდა, რომ ადამიანის ფსიქიკა შედგება განსხვავებული კომპონენტებისგან, რომელთა ინტერაქციის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა ემოციების, განწყობებისა და ქცევის კომპლექსები. ბერნმა გამოყო ეგოს სამი მდგომარეობა -„მშობელი“, „ბავშვი“ და „ზრდასრული“- რომელთა პროგრამირება ხდება ცხოვრების განმავლობაში ინდივიდის გარესამყაროსთან ურთიერთობის შედეგად.


მშობელი
მოიცავს ცოდნას, რომელიც დაკავშირებულია სოციალური
ნორმებისა და წესების შესრულებასთან. ამ ინფორმაციის „ჩაწერა“ ხდება ბავშვობაში და შესაბამისად ის არ არის გაფილტრული და გაანალიზებული. ეს ცოდნა უპირობოდ აქვს მიღებული ინდივიდს მშობლებისა და სხვა ავტორიტეტებისგან. მაგალითად: „არ ითამაშო ასანთით“, „მადლობის თქმა არ დაგავიწყდეს“, „არ დაელაპარაკო უცხოს“.

ბავშვი წარმოადგენს „ჩანაწერებს“, რომლებიც დაკავშირებულია
ინდივიდის შინაგან მდგომარეობასთან. ეს არის გრძნობებისა და ემოციების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება გარე სამყაროდან მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად. „ბავშვი“ შეიძლება
იყოს ბუნებრივი(მიამიტი, პირდაპირი, ეგოცენტრული)
ან ადაპტირებული(კომფორმული, მორცხვი). „ბავშვისთვის“ დამახასიათებელი ცოდნის პროგრამირების მაგალითს წარმოადგენს:
„მე ბედნიერი ვარ, როცა დედა ბედნიერია“, „როდესაც ტელევიზორში მონსტრის სახეს ვხედავ ძალიან მეშინია“, „მე მოწყენილი ვარ, როცა დედა მოწყენილია“.

ზრდასრული არის ეგო-მდგომარეობა, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავია ობიექტურობასა და რაციონალურ აზროვნებას. ეს არის ინდივიდის უნარი, აღიქვას და გაიგოს სიტუაცია საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. „ზრდასრული“ პასუხისმგებელია როგორც გარე სამყაროდან შემოსული ინფორმაციის გადამუშავებაზე, ასევე იმ ცოდნის ანალიზზეც, რომელიც „ჩაწერილია“ „ბავშვსა“ და „მშობელში“. აღნიშნული ეგო-მდგომარეობა განვითარებას იწყებს დაახლოებით ერთი წლის ასაკიდან. მაშინ, როდესაც ინდივიდს უვითარდება მოტორული და კოგნიტური უნარები და შესაძლებელი ხდება ინდივიდუალური გამოცდილების მიღება. ეს არის პატარა ბავშვში „ზრდასრულის“ განვითარების დასაწყისი, რომელიც გრძელდება თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში „ზრდასრულის“ ერთ-ერთი ფუნქცია არის „მშობელში“ შენახული ინფორმაციის გადამოწმება და ანალიზი. მაგალითად, როდესაც
ბავშვი ხედავს, რომ მეზობელმა ხელი დაიწვა ასანთით ის აკეთებს დასკვნას, რომ დედა მართალი იყო, როცა ამბობდა: „არ ითამაშო ასანთით“.


ბერნის მიხედვით, კომუნიკაციის პროცესში ტრანსაქციებს ადგილი აქვს ნებისმიერ ეგო-მდგომარეობებს შორის. მაგალითად, ქმარმა შეიძლება ცოლს ჰკითხოს: „ ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავს?“ ცოლმა კი გასცეს კონკრეტული პასუხი: „ მემგონი მაგიდაზე
დავინახე“. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ტრანსაქციას „ზრდასრული“ - „ზრდასრული“. ეს იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაცია წარიმართა ორივე ინდივიდის „ზრდასრულ“ ეგო-მდგომარეობებს შორის ტრანსაქციის მეშვეობით. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ პირველი ინდივიდის „ზრდასრულის“ კითხვაზე(ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავს?) მეორე ინდივიდის არა „ზრდასრულმა, “ არამედ
„ბავშმა“ გასცეს პასუხი: „შენ ყოველთვის მე მადანაშაულებ ყველაფერში“. ასეთ დროს ბერნის მიხედვით საქმე გვაქვს ქცევის ფიქსირებულ, გაუცნობიერებელ ფორმასთან და ფარულ მოლოდინთან, რომელსაც ის თამაშს უწოდებს. ზემოთხსენებულ
მაგალითში ქალს აქვს ქმრისგან ემოციური უკუკავშირის მიღების სურვილი და ამის მიღწევას იგი ტრანსაქციაში „ბავშვის“ ჩართვით ცდილობს.
image

ერთი და იგივე ინდივიდი განსხვავებულსიტუაციებზე შესაძლებელია სხვადასხვაგვარად რეაგირებდეს და იმყოფებოდეს ზოგჯერ „ბავშვის“, ზოგჯერ „მშობლის“, ზოგიერთ შემთხვევაში კი „ზრდასრულის“ ეგო-მდგომარეობაში. ეგოს ერთი მდგომარეობიდანმეორეზე გადასვლას ბერნი გადართვას უწოდებს. აღნიშნული მდგომარეობების ცვალებადობა განპირობებულია ინდივიდის არაცნობიერი სურვილით, მიიღოს სარგებელი, „ბონუსი“. ეს შეიძლება იყოს ღიმილი, აღიარება, დახმარება, ზრუნვა, სხვაზე დომინირება და ა.შ. ასეთი ტრანსაქციული სტიმულების მისაღებად ადამიანი მიმართავს ქცევათა განსაზღვრულ პატერნებს, რომლებსაც ერიკ ბერნი ცხოვრებისეულ სცენარებს ან სკრიპტებს უწოდებს. ინდივიდი ზოგჯერ ბავშვობაში დასწავლილი როლის შესრულებას ზრდასრულობაშიც აგრძელებს. მაგალითად ქალი, რომელიც პრობლემურ ან კრიტიკულ სიტუაციაში ბავშვურად იწყებს ლაპარაკს, შესაძლოა არაცნობიერად პარტნიორს ან მეუღლეს დახმარებისკენ უბიძგებდეს, ხოლო თვითონ იხსნიდეს პასუხისმგებლობას. სკრიპტი
ასევე შეიძლება ოყოს რელიგიური, ეთნიკური, პროფესიული, ოჯახის, მეგობრობის და ა.შ. მაგალითად, პროფესიულ სკრიფტს წარმოადგენს შემდეგი დებულება: „ჩვენ გვარში ყველა ექიმი იყო და შენც ექიმი უნდა გახდე“. ასევე შეიძლება ინდივიდმა გაიმეოროს ოჯახის სცენარი-ალკოჰოლიკის შვილი ალკოჰოლიკი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ტრანსაქციები აფერხებს ინდივიდში „ზრდასრულის“ განვითარებას და იწვევს კონკრეტულ ეგო-მდგომარეობაზე ან ცხოვრებისეულ სცენარზე(სკრიფტზე) ფიქსაციას. შედეგად შესაძლოა მივიღოთ, ინფანტილურობა, გადამეტებული რაციონალიზმი ან ადამიანის ცხოვრების „გაღარიბება“.

ერიკ ბერნმა შეიმუშავა ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც გულისხმობს ტრანსაქციული ანალიზის მეშვეობით ინდივიდის ეგო-მდგომარეობებისა და ცხოვრებისეული სცენარების გაცნობიერებას. თერაპევტის დახმარებით კლიენტი/პაციენტი წყვეტს თუ რომელი ქცევათა პატერნებისგან, ემოციებისგან, განწყობებისა და სტერეოტიპებისგან უნდა გათავისუფლდეს. თერაპიის საშუალებით შესაძლებელი ხდება ინდივიდის ცხოვრების წინასწარი
დაპროგრამირების პრევენცია. ასევე ანალიტიკური უნარების განვითარება, არაცნობიერი გავლენებისგან გათავისუფლება და ინიციატივის ხელში აღება.




0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ კინწურაშვილი
მერაბ კინწურაშვილი
102