x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში "პატარა", თურქული სერიალიდან "ძმა"
image


სახელი და გვარი: სეითან ოზდემირი
დაბადების თარიღი: 17 ნოემბერი, 1978 წელი
დაბადების ადგილი: მუში, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: მორიელი
სიმაღლე: 205 სმ
წონა: 107 კგ


თურქი მსახიობი, სეითან ოზდემირი, დაიბადა ქალაქ მუშში (ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში), ფერმერთა ოჯახში. იგი რვა დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსია.

სეითან ოზდემირმა დაამთავრა დაწყებითი სკოლა, მოგვიანებით კი, სამუშაოდ სტამბოლში ჩავიდა. იგი მუშაობდა დაცვად სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში, სადაც მრავალი ბიზნესმენი, თუ ცნობადი სახე დადიოდა. სეითანის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თურქ რეჟისორს, ტოლგა კარაჩელიკს შეხვდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, ცნობილი რეჟისორის ყურადღება დამახასიათებელი გარეგნობის გამო მიიქცია. სეითანი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მათ შორისაა საშინელებათა ჟანრის ფილმიც.



ბოლო დროს, სეითან ოზდემირი, ცნობილი გახდა თურქული სატელევიზიო პროექტიდან "İçerde" ("შიგნით"), რომელიც საქართველოში ცნობილია სახელწოდებით "ძმა". სერიალში, თურქი მსახიობი, მექაბაბე ჯელალის დაცვის ერთ-ერთ წევრს განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ სეითანის პერსონაჟი არ გამოირჩევა აქტიურობით და მთელი ფილმის განმავლობაში, თითქმის საერთოდ არ უწევს საუბარი, თავად მსახიობი ამბობს, რომ ხალხმა მისი გმირი "პატარა" ძალიან შეიყვარა და მის მიმართ დადებითად განაწყო, რასაც ყოველდღიურად გრძნობს ქუჩაში გასვლისას.


სეითანს მეგობრები ძალიან თბილ და მოსიყვარულე ადამიანად ახასიათებენ. რაც შეეხება თურქი მსახიობის პირად ცხოვრებას, იგი საიდუმლოდ ინახავს და ღიად არასდროს საუბრობს მასზე.



ფილმოგრაფია:


2014 - "Panzehir" ("შხამსაწინააღმდეგო") (ბოზ სეიდი)

2015 - "Sarmasik" ("სურო") (კურტი)

2015 - "Baskin" ("ქვესკნელის გასაღები")

2016 - "Çakallarla Dans 4" ("ცეკვა ტურებთან 4") (ორმანც ცებერუტი)

2017 - "The Woman in Purple" ("ქალი იასამნისფერში")(კომსუ)

2016-2017 - "İçerde" ("შიგნით") ("პატარა")


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არიან ძმები, სარფი და მერტი, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ (+ფოტოები)

image



ბენსუ სორალი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ძმა" (+ფოტოები)

image



კეტრინ უინიკი - ვინ არის ლაგერტა, სერიალიდან "ვიკინგები" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში არზუს გმირი, თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება გონჯას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ჰაზალ კაია - გაიცანით, ფერიჰას გმირი და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი (+ფოტოები)

image



როგორ გამოიყურება დღეს ჯოვანა ანტონელი - ჰადეს გმირი, ბრაზილიური სერიალიდან "კლონი"
(+ფოტოები)

image







0
6369
8-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
6369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0