x
მეტი
  • 12.12.2017
  • სტატია:71859
  • ვიდეო:325017
  • სურათი:427183
TESLA –მ თანამშრომლებისათვის მზისპანელებიანი სახურავების დამონტაჟება დაიწყო

image


ჩვეულებრივი კლიენტები მოიცდიან, მანამდე კი ფირმის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს ახალი მზისპანელებიანი სახურავები. ამით ისინი ფირმამ თავიანთი თავდადებული შრომისა და ერთგულებისათვის დააჯილდოვა, თანაც სიახლეც გამოიცდება.

როგორც ახალი ავტომობილების შემთხვევაში, ახლაც პირველად სიახლე თავად ფირმის დამაარსებელმა ილონ მასკმა თავის სახლზე დაამონტაჟა.

პირველად ახალი მზისპანელებიანი სახურავი, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია შარშან წარადგინეს. ისინი გარეგნულად ჩვეულებრივ სახურავებს გავს, კომპანიამ უკვე გამოაცხადა შეკვეთების მიღების შესახებ. სახურავებს გარანტია მანამდე აქვთ, სანამ სახლი იქნება, ანუ სამუდამო გარანტია.

მსურველებმა სახურავთან ერთად ერთი ან ორი აკუმულიატორი Powerwall უნდა შეიძინონ, რომელიც დაახლოებით 6 000 ამერიკული დოლარი ღირს.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0