x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნუგზარ სულაშვილი:პატრიარქო,ანგელოზის დღის მადლით,თქვენ დალოცეთ კაცი,რომელმაც უამრავი ქართველი ჩახოცა
image

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს შემდეგი შინაარსის პოსტით:


"ანგელოზის დღეს გილოცავ პატრიარქო
მაპატიე, რომ პირადად ვერ მოგილოცეთ...
მიზეზი მარტივია: ემიგრანტი ვარ, ანუ კაცი, რომელსაც საკუთარი სამშობლო წაართვეს.
რატომ?
იმიტომ რომ ზედმეტი თავაზიანობისა და მორიდების გარეშე ვამბობდი სათქმელს, რომელიც სიმართლედ მიმაჩნდა...
(თქვენც დარწმუნდებით ამაში, თუ ჩემს წერილს წაიკითხავთ)
***
ჩემს თაობას, ომი და გაჭირვება არ მოჰკლებია. ვიბრძოდით ყველგან, სამაჩაბლოში, თუ აფხაზეთში.
ვიბრძოდით ჯაყვებით, ფილთა თოფებით და ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხშირად ტყვია-წამალის გარეშე დარჩენილები საზარბაზნე ხორცი ვიყავით...
არასოდეს გვქონია იმედი არც პრეზიდენტის, არც პარლამენტის და არც მინისტრების... ისისნი ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი. საყიდელი იმ დროს არაფერი ჰქონდათ, თუმცა გასაყიდი ჰქონდათ - სამშობლო...
ჰოდა ასე, ღმერთის იმედად მყოფნი ვომობდით მტერთან, "ერთმორწმუნე" რუსეთის იმპერიასთან...
ჩვენ ჯავშნის ჟილეტები არ გცვმია პატრიარქო. ჩვენი ჯავშანი გულის ჯიბეში შენახული მაცხოვრის ხატი და მკერდზე დაკიდებული ჯვარი იყო...
ეს იყო ომი... ომი, რომელსაც კანონები არა ჰქონია. ომი სადაც არ არსებობდა სტრატეგია და საოპერაციო გეგმები... ალბათ ამიტომ ფრონტის ხაზზე ერთმანეთს ვკარგავდით და ვპოულობდით მკერდ გაგლეჯილებს...
როცა საშინლად დასახიჩრებულ გვამს გადავაწყდებოდით, ფრთხილად ვუხსნიდით გულის ჯიბეს, რომ ამოგვეცნო ვინ იყო, რათა ცხედარი ოჯახისთვის დასატირებლად გაგვეგზავნა...
და ვინ იცის რამდენჯერ, მათი უბიდან ამოგვიღია ფოტო, შეყვარებულის კი არა... არა, არც ცოლის და შვილების... თქვენი ფოტო, პატრიარქო.
(მგონი ვიცრუე, სიმართლეს თამამად და მოურიდებლად ვამბობ მეთქი, არდა ყელში რაღაც გამეჩხირა)
ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გეტყვი:
დღეს თქვენ, ანგელოზის დღის მადლით დალოცეთ კაცი, ვლადიმერ პუტინის თანაპარტიელი და აფხაზეთის ომის მებრძოლი, სადესანტო ბრიგადის ხელმძღვანელი არტიომ კავენიოვი, რომელმაც უამრავი ქართველი ჯარისკაცი ჩახოცა ...
და იცით რა გავიფიქრე? ნეტავ ის ჯარისკაცი მაინც არ იყოს, ამ არაკაცის ტყვიით მოკლული, გულის ჯიბეში თქვენს ფოტოს რომ ინახავდა...
თქვენ ის ხელზე გემბორათ... მისმა ხელებმა კი შენი სულიერი შვილების გული მოკლა... მოკლა სამშობლოს სოყვარულისთვის...
***
ნეტავ რას ფიქრობდა მაშინ ანგელოზი?"




image


"რუსთავი"-2-ის ინფორმაციით პუტინის თანაპარტიელი არტიომ კავენიოვი და "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მასპინძელი საიდუმლო ვიზიტით თბილისში იმყოფება.


კავენიოვმა სვეტიცხოველი მოინახულა, სადაც ილია მეორემ ლოცვა აღავლინა, საღამოს კი ის საპატრიარქოშიც მიიწვიეს და ილია მეორეს საჩუქარიც გადასცა. მამა გიორგი ამბობს, რომ ეს იყო მეგობრული და თბილი შეხვედრა, რუსმა დეპუტატმა პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევაც მიიღო.

რუს დეპუტატს 3 აგვისტოს დაბადების დღე ჰქონდა და სავარაუდოდ, ის საკუთარ დაბადების დღეს ერთ-ერთ რესტორანში, ქართველ მასპინძლებთან ერთად აღნიშნა.

1
105
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
2017, 5 აგვისტო, 12:25
მართალს ამბობს ეს კაცი, პატრიარქს არასოდეს არ დაუგმია სამხედრო გადატრიალება, არ დაუგმია მხედრიონის და გვარდიის მიერ სამეგრელოს აწიოკება...
0 1 1