x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ანჯელინა ჯოლის პირველი ფოტოსესია და ინტერვიუ, განქორწინების შემდეგ

2016 წელი ანჯელინა ჯოლისთვის მარტივი არ იყო. ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, მსახიობმა პირველი ინტერვიუ ჟურნალ Vanity Fair-ს მისცა, რომელშიც ისაუბრა თუ როგორ ცდილობენ ის და მისი 6 შვილი, მომხდარის შემდეგ, ცხოვრების აწყობას. გარდა ამისა, მსახიობმა აღიარა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შეძლო ჯანმრთელობის ყველა პრობლემის მოგვარება და ძველი ცხოვრების რიტმის დაბრუნება.


image
გაყრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მსახიობმა და მისმა შვილებმა, ფაქტიურად, 9 თვე «ჩემოდნებზე» გაატარეს. რადგან პაპარაცების დევნის გამო, იძულებულები იყვნენ, საცხოვრებელი ადგილი ხშირას შეეცვალათ.

ანჯელინამ გაყრის კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა. მაგრამ აღნიშნა, რომ ოჯახური ცხოვრების ბოლო თვეები, არც თუ ისე, კარგი იყო:

image
«მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა ცუდი… ყველაფერი უფრო მეტად რთული იყო, ვიდრე წინა წლებში».


image
«ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ჩვენი ოჯახისთვის, და ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო, რომ დროის ეს მონაკვეთი, რაც შეიძლება უმტკივნეულო ყოფილიყო ჩვენი შვილებისთვის».


image
ჯოლიმ ასევე აღნიშნა, რომ მისმა შვილებმა დიდი სითამამე გამოიჩინეს შექმნილ სიტუაციაში და ყველაზე რთულ დროს, მისი საყრდენები იყვნენ.


image


სამწუხაროდ, გასულ წელს, პიტთან განქორწინება ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა, რომლის პირისპირაც ანჯელინა ჯოლი აღმოჩნდა. ჰიპერტონიის ფონზე, მუდმივი სტრესის და ნერვიულობის გამო, მას ბელის დამბლა (მიმიკური კუნთების დამბლა) დაემართა.


image
მსახიობი დაავადებას აკუპუნქტურით (ჩხვლეტა ნემსებით) გაუმკლავდა: «ამჟამად, ჯანმრთელობი მხრივ, ყველაფერი კარგადა მაქვს. თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობ: ბრძნულ გადაწყვეტილებებს ვღებულობ და ოჯახს და საკუთარ ჯანმრთელობას პირველ ადგილზე ვაყენებ».


image
«ბოლო 9 თვის მანძილზე, ვცდილობდი ჩვეულებრივი დიასახლისი ვყოფილიყავი: სამზარეულოში ვტრიალებდი, ძაღლებს ვუვლიდი, ბავშვებს, ძილის წინ, ზღაპრებს ვუყვებოდი... და დამიჯერეთ, ეს ყველაფერი, ცუდად არ გამომდიოდა».

image

image

image

image

image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageსაბედისწერო ქალები წითლებში. სექსუალური კინოგმირების TOP- 10

ყველაზე ლამაზი ბოროტმოქმედები ჰოლივუდში

20 ვარსკვლავი ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ

ანჯელინა ჯოლი კინოდან მიდის

ანჯელინა ჯოლის 10 ორეული. ასეთი მსგავსება დაუჯერებელია


0
80
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0