x
image
DianaMaverick
შენ თუ არ შეგიძლია შენ თავს აიძულო ვინმე შეგიყვარდეს,სხვას როგორ აიძულებ მას შეუყვარდე?-რეალური ამბავი!
image

იყო ორი მეგობარი ბიჭი.ერთხელაც ისინი კოლეჯის წინ იდგნენ როდესაც მათ ერთმა ლამაზმა გოგომ ჩაუარა რომელიც მათი კოლეჯელი იყო და დიდი ხანია ლამობდნენ მის გაცნობას.

-''ძმაო ნახე, ეს გოგო ხო იცი, დიდი ხანია მომწონს, წამო და გავიცნოთ.''-წასჩურჩულა ერთმა მეორეს.

-''არა შეეშვი, მათ ჩვენი გაცნობა არ უნდა და ნუ აწუხებ.''-უპასუხა მეორემ.


თუმცა მეორემ არ დაუჯერა და გოგოს გაეკიდა და აჩერებს:

-''ძალიან ლამაზი გოგო ხარ, შეიძლება გავიცნოთ?''

-''არა, უკაცრავად არ მცალია.''-და გოგო განაგრძობს გზას.

-''კარგი რაა, მიდი ნომერი მაინც მომეცი''-არ ეშვება ბიჭი.

-''არა, არავის გაცნობა არ მინდა, ხომ გითხარი?''

-''არა? როგორ ბედავ მე ნომერზე უარს მეუბნები? კოლეჯში მოსვლა არ გინდა?''-დაიღრიალა შეურაცყოფილმა ბიჭმა და თავის ძმაკაცთან მიირბინა.

ზუსტად ამ დროს მისმა ტელეფონმა დაიწყო რეკვა..რამოდენიმეჯერ გათიშა და ტელეფონი რომ აღარ გაჩერდა ისედაც გაბრაზებულმა მთელი ძალით გაისროლა წინ.

''-რა მოხდა?''-ეკითხება გაკვირვებული ძმაკაცი.

''-რა და ერთი სულელი გოგოა, ვუყვარვარ და გადამეკიდა მთელი დღე და ღამე ტელეფონს არ აჩერებს და შეხვედრას მთხოვს.

-''და რატომ არ ხვდები?''-ნიშნისმოგებით ეკითხება მეორე.

-''არ მომწონს და რა ვქნა!''-დაიყვირა მან.

-''ზუსტად!როგორც შენ არ მოგწონს ეგ გოგო და წუხდები, ასევე არ მოწონხარ მას და რატომ უნდა გაგეცნოს?''

P.S.შენ თუ არ შეგიძლია შენ თავს აიძულო ვინმე შეგიყვარდეს, სხვას როგორ აიძულებ მას შეუყვარდე?

მორალი:თუ ხვდები რომ მას არ მოწონხარ ან არ უყვარხარ, შეეშვი, ძალადობით ვერაფერს გახდები, ესე მხოლოდ ერთმანეთის ცხოვრებას გაანადგურებთ, ვინც გაფასებს და ვისაც უყვარხარ მასთან იყავი და ის დააფასე.

და ბოლოს ამ ისტორიის ვიდეო ვერსია:

7
59
3-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
59
  
2017, 28 ივლისი, 20:31
კარგი ძალიან,მიხედე საქმეს. :D
2017, 28 ივლისი, 20:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი DianaMaverick-ის კომენტარზე
2017, 28 ივლისი, 20:24
ხო,აშკარად შემცდარხარ...ვისაც უყვარდი და მოსწონდი მისთვის უნდა მიგეწცია ყურადღება.. ანუ როგორც იტყვიან ოქროს ძებნაში ბრილიანტი დაკარგე :D
2017, 28 ივლისი, 20:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი DianaMaverick-ის კომენტარზე
2017, 28 ივლისი, 20:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი DianaMaverick-ის კომენტარზე
2017, 28 ივლისი, 20:12
რათქმა უნდა! :)
2017, 28 ივლისი, 20:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7