x
image
DianaMaverick
როგორ იხსნა ბრმამ უცნობი თვითმკვლელობისგან! დიახ,ზუსტად შენ,მოწყენილო და სასოწარკვეთილო, შენ უნდა წაიკითხო ეს! მორალი: არასოდეს დანებდე, იყავი მებრძოლი!
imageმოკლედ, როგორც ყოველთვის, მე მხოლოდ რეალურ ამბებს გთავაზობთ. მსოფლიოში რამდენი ადამიანია...და ყველა ინდივიდუალური...ზოგს რა მოსწონს ზოგს რა...ზოგს რა უხარია, ზოგს რა სწყინს...ზოგი სიცოცხლით ტკბება და აი, ამ ზამთრის გამყინვარებაშიც რომელიმე ქვეყნის ზღვის სანაპიროზე ისვენებს...ზოგსაც დაუყრია ფარხმალი, არაფრის და არავის იმედი არ აქვს ამ ქვეყანაზე და სიკვდილს ნატრულობს...ზოგი იმდენად ძლიერია, მოიკლა კიდეც თავი, ზოგსაც ეშინია და ეს უაბდრუკი ქმედებაც ვერ ჩაუდენია! არა მეგობრებო...სინამდვილეში, ადამიანის ყველაზე ძლიერი სისუსტე და უსუსური ქმედება თვითმკვლელობაა!და ყველაზე დიდი სიძლიერე როდესაც ზევით უკვე აღნიშნულ სიტუაციაში იმყოფები მაგრამ მაინც არ ნებდები!აი ესაა ნამდვილი სიმამაცე!

ერთხელ ერთი ბიჭი ძალიან დათრგუნული იყო, მასზე არავინ ზრუნავდა, არავინ ეხმარებოდა, პირადშიც და სამსახურშიც არეულობა...გამოსავალი კი მხოლოდ თვითმკვლელობაში დაინახა!გაეშურა და სანამ მოიფიქრებდა ჩანაფიქრს როგორ მოიყვანდა სისრულეში, იქვე ბაღში გრძელ სკამზე ჩამოჯდა.ისეთ სასოწარკვეთილებაში იყო რომ არც კი შეუნიშნავს სკამის მეორე მხარეს კიდე ვიღაც რომ იჯდა. დაჯდა და ამბობს თავისთვის(სავარაუდოდ ისე გაცეცხლებულია ჰგონია, რომ ფიქრობს)

- არა, აღარ მინდა სიცოცხლე, მხოლოდ თვითმკვლელობაა გამოსავალი, მოვკვდები და დაისვენებს ყველა, აღარ შემიძლია ამდენი, მოვკვდები და ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, ცოტახანს მიტირებენ და მერე ყველას დავავიწყდები, მაპატიე დედა, მაპატიე მამა...(უკვე გამომშვიდობებაც კი დაიწყო)

უცებ თავის სტიქიაშია და უკნიდან მხოლოდ ეხლაღა შეამჩნია ვიღაც ახალგაზრდა იჯდა რომელიც მიუტრიალდა და ეუბნება:


-''ძმაო''

-''რა არის?''- დაბნეული ეკითხება უცნობს.

-''იყავი მამაცი, ნუ დანებდები!''

-''არა, მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე უკვე, თავს მოვიკლავ!'' -არ ჩერდება ახალგაზრდა.

-''მისმინე ძმაო, ერთ დღეს ჩვენ ყველა მოვკვდებით, და თუ ესე ძალიან გინდა სიკვდილი, სიცოცხლესთან ბრძოლაში მოკვდი, მებრძოლს და მამაცს მაინც დაგიძახებენ, ხოლო თუ სიცოცხლის შიშით მოკვდები და ესე დაასრულებ ცხოვრებას, ყველასთვის სუსტი და მშიშარა დარჩები, ცხოვრება მშვენიერია!''-მკაცრად მიუგო უცნობმა, შავი სათვალეები მოირგო, ხელჯოხიც აიღო, წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.

-''ძმაო, მოიცა, ეს როგორ, შენ ბრმა ხარ?''-გაოცებას ვერ მალავდა ახალგაზრდა.

-''დიახ, ბავშვობიდან, არასოდეს დანებდე!იყავი მებრძოლი!''-მიუგო ღიმილით უცნობმა და გზას გაუდგა.

''იყავი მებრძოლი!'' გაუელვა თავში ამ სიტყვებმა რა, წამში სხვა თვალით შეხედა სამყაროს, ადამიანი რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ სიცოცხლე არ სურდა, ახლა ყველაზე ბედნიერი იყო!!!

P.S.და მაინც...ზოგჯერ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს...რამდენმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი იმის გამო რომ თავისი პრობლემა ვერავის გაანდო, რთულ პერიოდში მასთან არავინ აღმოჩნდა...გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და თუ ვერაფრით ვეხმარებით, სიტყვით მაინც ვანუგეშოთ.ძლიერები უნდა ვიყოთ.სამწუხაროდ, ზოგს სუსტი ნერვები აქვს...ყოფილა მომენტი როდესაც მეც მიფიქრია რამოდენიმეჯერ...მაგრამ გახსოვდეს, ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად, მშვენიერია და დატკბი თითოეული წამით!ნუ იქნები ლაჩარი და ამ ბედნიერებაზე შენ თვითონვე ნუ იტყვი უარს!

და ბოლოს, ვიდეო:


0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0