x
image
DianaMaverick
ერთი ჭიქა რძე!მორალი:-''სიკეთე უკვალოდ არასოდეს იკარგება!''
image

იყო ერთი პატარა ღარიბი ბიჭი რომელიც კარდაკარ დადიოდა და სხვადასხვა საგნების გაყიდვებით შოულობდა სწავლის ფულს.ერთხელაც როდესაც გაყიდვა დაამთავრა და სახლში უნდა დაბრუნებულიყო, საშინლად დაიღალა და 1 ნაბიჯის გადადგმაც კი აღარ შეეძლო.იქვე ერთი სა ხლი იყო და გადაწყვიტა წყალი მაინც ეთხოვა ვინც არ უნდა ყოფილიყო, კარზე დააკაკუნა და ისეთმა ლამაზმა გოგონამ გამოხედა მისი სილამაზით დატყვევებულმა ძლივს გაბედა და თუ შეიძლება 1 ჭიქა წყალიო.გოგონამ შეხედა ბიჭს და მიხვდა ძალიან დაღლილი იყო და ალბათ შია კიდეცო და წყლის ნაცვლად 1 დიდი ჭიქა რძე გამოუტანა.გახარებულმა ბიჭმა სულმოუთქმელად დალია რძე და კითხა გოგოს:

-''რამდენი უნდა მოგცე რძისთვის?''

-''მე სიკეთის სანაცვლოდ საფასურს არ ვიღებ!''-უპასუხა გოგომ.


ბიჭმა გაუღიმა, მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო.

გავიდა წლები...გოგონა ავად გახდა, მას უიშვიათესი სახის ნერვული დაავადება ჭირდა, რომელიც ძალიან რთულად იკურნებოდა.ბევრი საავადმყოფო შემოიარა მისი მდგომარეობის შესასწავლად და სამკურნალოდ მაგრამ ვერსად ვერაფერი გააწყვეს, არანაირ მკურნალობას შედეგი არ ქონდა.ბოლოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სახალხოდ ცნობილი ექიმი კევინი მოიწვიეს სპეციალურად მისი მდგომარეობის შესასწავლად.

შეაღო თუ არა ექიმმა კევინმა კარები, ქალი მყისვე(ივანიშვილმა მასწავლა) იცნო რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვური თვალები შერჩენოდა.

რამოდენიმე თვის განმავლობაში მთელი რიგი ძალისხმევის, წამლების და მისი ცოდნის გამოყენების შედეგად, როგორც იქნა მან შეძლო და დაამარცხა ეს უიშვიათესი დაავადება და ქალი სრულიად განკურნა.მთელი საავადმყოფო ამაყი იყო და ექიმს ულოცავდნენ ამ ცარმატებას, თუმცა თვითონ ქალი ძალიან ნერვიულობდა, იმხელა ხარჯებთან იყო მისი მკურნალობა დაკავშირებული, არ იცოდა როგორ გადაეხადა...

ექიმმა კევინმა მოითხოვა საავადმყოფოდან მკურნალობის ხარჯების სრული სიამასზე რაღაც მიაწერა და ქალს გაუგზავნა.ქალმა აკანკალებული ხელებით ძლივს გახსნა ანგარიშის ფურცელი, ის ხომ დარწმუნებული იყო მის გადახდას ვერ შეძლებდა.დახედა და თვალები სიხარულის ცრემლებით აევსო...იქ ეწერა რომ მკურნალობის ხარჯები მთლიანად გაუქმებული იყო, თუმცა ეს არ იყო მისი სიხარულის ცრემლების მიზეზი, მან ექიმი კევინის მიერ მიწერილი 1 წინადადება დაინახა...

''გადახდილია წლების წინ ერთი ჭიქა რძით!''

მორალი:მადლი ქენი, ქვაზე დადე,

გაიარე, წინ დაგხვდება!

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0